Clicky

ამბავი იმაზე თუ როგორ გამოიგონეს LEGO-ს ბორბალი

LEGO® HEROICA™ The Adventures Game

ამბავი იმაზე თუ როგორ გამოიგონეს LEGO-ს ბორბალი

2012 წელს LEGO ბორბალმა იზეიმა 50-ე დაბადების დღე. მოდით ვიმოგზაუროთ წარსულში და ვნახოთ თუ როგორ იქმნებოდა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი LEGO-ს ნაკრებების კომპონენტი.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას წარმოადგენდა LEGO-ს ტექნიკისა და ქალაქის ნაკრებები ბორბლების გარეშე. ბორბლების გარეშე არ იქნებოდა სარბოლო მანქანებიც, არც სახანძრო მანქანები და არც დიდი სატვირთოები. სატრანსპორტო ნაკრებები წარმოდგენილი იქნებოდა მხოლოდ მეორეხარისხოვნად, რაც ნაკლებ სიამოვნებას მიანიჭებდა მოთამაშეს, ხოლო ბორბლების მაგივრად გამოყენებული იქნებოდა ოთხკუთხედი კუბიკები – სინამდვილეში ასეც იყო 1962 წლამდე.
Wheelsროგორც კომპანის მფლობელი ბატონი კილდ კილკ კრისტიანსენი ამბობს “ის დღე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბორბლების გაკეთება ჩვენი ნაკრებებისათვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია LEGO ისტორიაში. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო არა მარტო სახლებისა და სხვა ნაგებობების გამოშვება, არამედ ისეთი სათამაშოების ნაკრებებისაც, რომლებსაც შეეძლოთ მოძრაობა. ამან გადაიყვანა თამაში სხვა განზომილებაში, რამდენადაც ის გახდა უფრო დინამიური.
ბორბლის წარმოება გახდა უმნიშვნელოვანესი ჩვენი კომპანიისთვის. იგივე გახდება მოგვიანებით Duplo-ს კუბიკების, მინიფიგურებისა და LEGO Mindstorms-ის გამოგონებაც.

ბორბლის წარმოება.

First-Lego_Wheel1962 წლამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ პატარა მანქანების ყიდვა, როგორც დანამატი ქალაქის ნაკრებებისთვის. ეს სატრანსპორტო საშუალებები გაკეთებული იყო პლასტმასისგან, მაგრამ მოთამაშეს არ ქონდა მათი აწყობის საშუალება. თუ მომხმარებლებს სურდათ რომ მათ მანქანებს ქონოდათ ბორბლები, მათ თვითონ უწევდათ მათი გაკეთება ჩვეულებრივი კუბიკებისგან. თუმცა 1962 წელს, ყველა იდეები ბორბლის შექმნის შესახებ, რომლებიც მანამდე ინახებოდა ფურცელზე, გახდა რეალობა და კომპანიამ წარუდგინა საზოგადოებას პირველი ნამდვილი ბორბალი.
400-1962-First Lego Wheelპირველი ოფიციალურ ბორბლებს არ აწარმოებდნენ 1963 წლამდე. მიუხედავად ამისა, 1962 წელს კომპანიამ გამოუშვა აქსესუარების ნაკრები (ნაკრები ნომრით 400) ბორბლებით, რომელიც მომხმარებელს საკუთარი მოძრავი მოდელების შექმნის საშუალებას აძლევდა. იმ დროს ერთი 14 წლის ბიჭი დიდად აღფრთოვანებული დარჩა გამოგონებით – ეს გახლდათ კილდ კილკ კრისტიანსენი რის შემდგომაც მისი ინეტერესი მანქანებისადმი არ გამქრალა. მან მაშინვე დაიწყო Lego-ს ბორბლების გამოყენება თავის ასაწყობ პროექტებში.
კილდი, რომელიც უკვე 63 წლისაა ყვება: “მე მანქანების ყველა შესაძლო ავაგე. როგორც იქნა ჩემს მოდელებს შეეძლოთ გადაადგილება. ხოლო Lego-ს უფრო დახვეწილი ნაწილების გამოსვლასთან ერთად, შესაძლებელი გახდა დეტალიზირებული მანქანების აგება. ეს იყო ზუსტად იმ დროს, როდესაც მე გავხსენი საკუთარი კომპანია LECA“.
LECA-ს ქარხანა არის გამოგონილი საავტომობილო საწარმო, რომელიც კილდმა გამოიგონა, თავის ქარხანაში პირველი ბორბლის გამოჩენის შემდეგ. სახელწოდება იყო 2 სიტყვის შემოკლება – Lego და Cars. ეს ქარხანა გახდა Lego მანქანების უდიდესი კოლექციის დასაწყისი, რომლებიც კილდმა შეაგროვა. აქ იყო ყველაფერი: ლიმუზინებიდან დაწყებული, სპორტული ავტომობილების ჩათვლით დამთავრებული.

1958 წლის ესკიზები.

ყველაზე ადრეული Lego-ს ბორბლის კონცეფცია თარიღდება 1958 წლით, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა დიდი ხნით ადრე ფიქრობდა ბორბლის შექმნაზე. კრისტიან ლასგარდი, განვითარების დეპარტამენტიდან უკვე დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა, რომ დაეწყოთ ბორბლის გამოშვება, მაგრამ მისი თანამშრომელი ხუდ მოლერი არ უჭერდა მხარს მის იდეას. ამიტომ, კრისტიანი იძულებული იყო დაეწყო თავისი საკუთარი პროექტი.
შედეგად, გადაწყდა, რომ პირდაპირ Lego-ს კუბიკზე დაეყენებინათ ბორბალი. ზუსტად ასეთი ბორბლის მოდელი გამოჩნდა 1962 წელს. მიზეზი ასეთი ხანგრძლივი დაგვიანებისა, იდეებსა და რეალიზაციას შორის, იყო ცელულოზის აცეტატი, რომლითაც კეთდებოდა კუბიკები და არ იყო საკმარისად გამძლე, რათა კუბიკებზე განეთავსებინათ ბორბლები. ყველაფერი 1962 წელს შეიცვალა, როდესაც კომპანია ცელულოზის აცეტატიდან გადავიდა პლასტიკურ ABS-ზე. ABS არის უფრო მაღალი ხარისხის ნივთიერება და უფრო გამძლე, ვიდრე ცელულოზის აცეტატი. მასალის შეცვლა ნიშნავდა, რომ Lego-ს ბორბლების წარმოების ოცნება საბოლოოდ გახდა რეალობა.
დღეისათვის ლეგო 400 მილიონამდე ბორბალს აწარმოებს ყოველწლიურად – ამრიგად ლეგო საბურავების ყველაზე დიდი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში!
550_Guiness World Record

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *