Clicky

LEGO კუბიკები უკეთესი მომავლის ასაშენებლად

LEGO კუბიკები უკეთესი მომავლის ასაშენებლად

leeeee 150x150 1კოპენჰაგენი დანია: 3 დღის განმავლობაში, ასობით ბავშვს სშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მათი უფრო მდგრადი მომავლის ვერსიის მშენებლობაში, ერთი მილიონი LEGO კუბიკის გამოყენებით. სუსტანიასთან და მსოფლიო დაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობამ, ხელი შეუწყო LEGO ჯგუფს, რომ მოეწყოთ ორგანიზებული რთული  სამშენებლო ღონისძიება, მათი ცნობიერების მდგრადობის საკითხების გასაუმჯობესებლად.

კოპენჰაგენში ჩატარებულმა გაეროს კრებამ კლიმატის ცვლილების შესახებ, საშუალება მისცა LEGO ჯგუფს, რომ ეთანამშრომლა სკანდინავიურ-კვლევით ცენტრ Sustainia-თან და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან. LEGO ჯგუფის მისიაა შთააგონოს და უზრუნველყოს ჩვენი მომავლის მშენებელი ბავშვები. ღონისძიების მიზანია უზრუნველყონ ბავშვები შესაძლებლობებით LEGO კუბიკების გამოსაყენებლად, რომ ხელი შეუწყონ ახალი აზრებისა და ალტერნატიული საშუალებების წარმოქმნას, ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

lego lego

‘’ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, მრავალმა შემოქმედებითმა და შთამაგონებელმა ბავშვების აშენებულმა ნაგებობებმა და იმის ნახვამ, თუ როგორ ერთობოდნენ ისინი. მათ ეს მიიღეს, როგორც სასწავლო გამოცდილებად და მათ ქონდათ დიდი სურვილი თავიანთი შემოქმედების გამოსახატავად. მე ვიმედოვნებ ეს ღონისძიება დაეხმარება კომუნიკაციის ახალი საშუალებებისა და გზების განვითარებას, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მდგრადი მომავლის აშენება,“ იძახის იორგენ ვიგ კნუდსტორპი, LEGO ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი.

ბავშვების მიერ შთაგონებული

სამშენებლო ღონისძიების დროს, რომელშიც 600-ზე მეტი ბავშვი ნომაწილეობდა, ყოველდღიური თემები ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, რესურსები და განათლება. ბავშვები 6 წლის და ზემოთ გაეცნენ LEGO ჯგუფის ექსპერტების, სუსტანიას დაჯილდოების ფინალისტის და WWF წარმომადგენლების თემებს. ბავშვებს უნდა აეშენებინათ უფრო მდგრადი მომავლის საზოგადოება, 1 მილიონი კუბიკის გამოყენებით.

LEGO ჯგუფს, ჩვენ გვინდა მოვახდინოთ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. ჩვენ გვინდა უნიკალური წვლილი შევიტანოთ ბავშვების ჩამოყალიბებაში და შთაგონებაში, შემოქმედებითი თამაშის საშუალებით. ჩვენ ასევე ვმუშაოთ, რომ  დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენს ყოველდღიურ ოპერაციებში, სადაც ვეძებთ უკეთეს მასალებს, ოპტიმალურ შეფუთვას და ვცდილობთ გამოვიყენოთ ენერგიის უფრო განახლებადი წყაროები,“ ამბობს იორგენ ვიგ კნუდსტორპი, LEGO ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი პრეზიდენტი.

საღამოს 30 ოქტომბერს, ზოგიერთი ბავშვის შემოქმედებითი LEGO მოდელები გამოფენილი იქნება დანიის სამეფო თეატრში, კოპენჰაგენში გამართულ ყოველწლიურ Sustainia დაჯილდოების ცერემონიალზე.

“ თუ ბავშვებს ესმით პრობლემები და ჩაერთვებიან მათ გადაწყვეტაში, მაშინ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მთელი საზოგადოებისთვის. ეს შეიძლება იყოს ნამდვილი თამაშის შემცვლელი,“ ამბობს ერიკ რასმუსენი, Monday Morning გლობალური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და Sustainia-ს დამფუძვნებელი.

leeeee

დამატებითი ინფორმაცია და კონტაქტები

Sustainia

დაფუძვნებული კოპენჰაგენში, Sustainia არის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც მუშაობს ინოვაციური გადაწყვეტილებებისა, მრეწველობის უზრუნველყოფისა და ორგანიზაციების მალსახმობი მდგრადი ტრანსფორმაციების მასშტაბების განლაგებისთვის. დაფუძვნებული მატერიალურ ცოდნაზე, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე, Sustainia მდგრადი მომავლის დემონსტირებას ახდენს, რომლის მიღწევაც შეგვიძლია, თუ არსებულ გადაწყვეტილებებს განვახორციელებთ ფართომასშტაბზე.

Sustainia-ს დაჯილდოების ცერემონიალი

ათი ინიციატივაა ნომინირებული Sustainia-ს 2014 წლის დაჯილდოებაზე, მათი შთამაგონებელი ინოვაციებისთვის, რომლებიც ხდიან ჩვენს ქალაქებს, საზოგადოებას და ენერგიის მოხმარებას უფრო მდგრადს. ჟიური, რომელის თავჯდომარეა არნოლდ შვარცნეგერი, შეარჩევს ფინალურ გამარჯვებულს, რომელიც წარმოდგენილი იქნება Sustainia-ს დაჯილდოების ცერემონიალის სცენაზე 30 ოქტომბერს, დანიის სამეფო თეატრში.

წარმოგიდგენთ ადვილად ხელმისაწვდომ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქალაქებისთვის, სახლებისთვის და მრეწველობისთვის. Sustainia ეხმარება მატერიალური გადაწყვეტილებების დემონსტირებაში IPCC შეკრების წინ კოპენჰაგენში, სადაც წარმოდგენილი იქნება მიმდინარე კლიმატის სტატუსი. 500-ზე მეტი წამყვანი მსოფლიოს კლიმატის მეცნიერები შეიკრიბებიან დედაქალაქში 2 ნოემბერს, რომ შეაჯამონ 7 წლიანი კვლევის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე.

WWF

WWF არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დაცვის ორგანიზაცია. ის  იყო ჩამოყალიბებული  1961 წელს.

ცენტრალური სამდივნო ქსელი- სახელად WWF International- მდებარეობს გლანდში, შვეიცარიაში. ორგანიზაციას გააჩნია 100-ზე მეტი ოფისი მთელს მსოფლიოში. დასაქმებულია 6,000 თანამშრომელი და 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ადამიანი.

The LEGO Group

LEGO ჯგუფი არის კერძო კომპანია, რომელიც დაფუძვნებულია ბილუნდში, დანიაში. კომპანიის მფლობელია კირკ კრისტიანსენის ოჯახი, რომლებმაც დააფუძნეს ეს 1932 წელს.

LEGO ჯგუფი ცდილობს განავითაროს ბავშვების შემოქმედება, თამაშისა და სწავლის საშუალებით. დაფუძვნებული მსოფლიო ცნობილ LEGO კუბიკებზე, კომპანია დღეისათვის უზრუნველყოფს სათამაშო მასალებს, გამოცდილებას და სასწავლო მასალებს ბავშვებისთვის, 130-ზე მეტ ქვეყანაში.

ჩვენი სათაო ოფისი არის ბილუნდში, დანიაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს შვილობილი კომპანიები და ფილიალები მთელს მსოფლიოში, ასევე LEGO პროდუქტები იყიდება 130-ზე მეტ ქვეყანაში.

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *