მოგესალმებით!

კუბიკის ბლოგი - Kubiki Blog

ლეგოს სიახლეები, ინფორმაცია და გზამკვლევი - LEGO news, information and guide

  • ნათჰან სავაიას შესახებ

    ნათჰან სავაია დაიბადა 1973 წლის 10 ივლისს კოლვაილში, ვაშინგტონში და გაიზარდა ვენეტაში, ორეგონის შტატში. ის ესწრებოდა ლექციებს ნიუ იორკის უნივერსიტეტში. მას მიღებული აქვს ბაკალავრისა და სამართალდამცავის ხარისხი, ხოლო საბოლოოდ ის გადიოდა საადვოკატო პრაქტიკას Winston & Strawn-ის ფირმაში, ნიუ იორკში. სავაია ცხოვრობს და მუშაობს მის 2 სტუდიას შორის, რომელიც მდებარეობს ნიუ იორკში და ლოს ანჯელესში. Continue reading

  • LEGO ჩქაროსნული ჩემპიონები-ახალი LEGO მანქანების ნაკრებები

    დაწყებული 2015 წლის მარტიდან, ყველა ასაკის მშენებლებს, საშუალება მიეცემათ ჩქაროსნული მანქანები ააწყონ სახლში. LEGO ჯგუფმა გამოაცხადა, რომ თანამშრომლობს 3 საავტომობილო მწარმოებელთან, როგორიცაა ფერარი, მაკლარენი და პორშე. რის შედეგადაც შესაძლებელი ინქნება მაღალი სიჩქარის მქონე LEGO კუბიკებისაგან შემდგარი მანქანების მოდელების წარმოება: LEGO ჩქაროსნული ჩემპიონები. შეიგძენით ადრენალინი და სიჩქარისგან მიღებული მღელვარება. Continue reading

  • LEGO-მ მილანში ახალი გინესის რეკორდი დაამყარა!

    2015 წლის 21 ივნისს, მილანში აშენებულმა ყველაზე დიდმა ნაგებობამ, რომელიც შედგებოდა LEGO კუბიკებისგან, მიიღო გინესის მსოფლიო რეკორდების ტიტული. ნაგებობის სიმაღლე არის 35-მეტრი და გამოყენებული იქნა 500,000-მეტი კუბიკი. 5 დღე მხიარულებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის შემდეგ, ათასობით LEGO ენთუზიაზისტმა მშენებელმა ხელი შეუწყო გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებას ქალაქ Fabbrica del Vapore-ში.

    Continue reading

  • ლეგომ ჩაანცვლა ფერარი როგორც მსოფლიოს 2015 წლის ყველაზე ძლიერი ბრენდი

    • მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ Lego-მ ჩაანაცვლა ფერარი როგორც მსოფლიოში 2015 წლის ყველაზე ძლიერი ბრენდი!
    • Lego ფილმის წარმატებამ, ხელი შეუწყო უკვე კარგად ნაცნობი ბრენდის პირველ ადგილზე გადანაცვლებას!
    • Ferrari გასულ წელს ყველაზე ძლიერი ბრენდი იყო, მაგრამ გადაინაცვლა მე-9 აგილზე!

    Continue reading

  • LEGO კუბიკები უკეთესი მომავლის ასაშენებლად

    კოპენჰაგენი დანია: 3 დღის განმავლობაში, ასობით ბავშვს სშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მათი უფრო მდგრადი მომავლის ვერსიის მშენებლობაში, ერთი მილიონი LEGO კუბიკის გამოყენებით. სუსტანიასთან და მსოფლიო დაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობამ, ხელი შეუწყო LEGO ჯგუფს, რომ მოეწყოთ ორგანიზებული რთული  სამშენებლო ღონისძიება, მათი ცნობიერების მდგრადობის საკითხების გასაუმჯობესებლად.

    Continue reading

  • LEGO კომპანიის გასაოცარი ისტორია

    ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ ამბავს  უდიდესი დანიური სათამაშოების კომპანიის LEGO-ს ისტორიისა და მისი დამაარსებლის ოლე კირკ კრისტიანსენის ბიოგრაფიის შესახებ. ოლე კირკი იყო გამომგონებელი, ყველაზე პოპულარული სამშენებლო ნაკრებისა მსოფლიოში. ისიამოვნეთ ისტორიის კითხვით გამომგონებლებზე, სასამართლო პროცესებზე, წარუმატებლობებზე და ბრწყინვალე წარმატებებზე.

    LEGO არის სათამაშოების ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში. ის უფრო ცნობილია ვიდრე Hasbro და ბარბის თოჯინა. ამის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის, რომ დანიურმა კომპანიამ დაიწყო თავისი ისტორია, როგორც ხის პროდუქციის ძირითადმა მწარმოებელმა. LEGO პირველი სათამაშოები იყო გაკეთებული სრულიად ხისგან. Continue reading

  • მიქსელები - ახალი ნაკრები და პერსონაჟები

    მიქსელების ახალი საკოლექციო პერსონაჟები პირველად გამოჩდნენ 2014 წლის მარტში. ეს სახალისო ფიგურები შეიქმნა Cartoon Network-თან ერთობლივი თანამშრომლობის შემდეგ.

    მიქსელების იდეა გამოიხატება იმაში, რომ თითოეულ პერსონაჟს გააჩნია საკუთარი კაშკაშა ინდივიდუალურობა, გამოხატული წარმოუდგენელი იუმორის გრძნობით. ბავშვები შეძლებენ შეაგროვონ და გადააკეთონ თავიანთი პერსონაჟები, ასევე შექმნან მათი განუმეორებელი ინდივიდუალურობა. მთლიანი კოლექცია შედგება 27 პერსონაჟისგან. ამ პერსონაჟების ნაკრები წარმოდგენილი იყო 2014 წლის მარტში Cartoon Network-თან პარტნიორობით, რომელიც აჩვენებს მოკლე მულტფილმებს, ამ სასაცილო პერსონაჟების შესახებ და ასევე გამოუშვებენ მობილურ თამაშს. ასევე ვებ-საიტზე ბავშვები შეძლებენ უკეთესად გაეცნონ ახალ პერსონაჟებს. Continue reading

  • იარაღი და ძალადობა Lego-ს სათამაშოების ნაკრებებში

    მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბავშვების ინტერესი იარაღისადმი 4 დან 9 წლამდე, არის განუყოფელი ნაწილი სიმწიფის ფაზაში. სწავლა იმისა, თუ როგორ მოაგვარონ კონფლიქტი, გააკონტროლონ აგრესია და გამოიყენონ იარაღი, შეადგენს თამაშის პროცესის დიდ ნაწილს. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის დაკავშირებულია ერთი დიდი და კეთილი მიზნის მისაღწევად, იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მხსნელები, მოძებნონ განძეულობა და იბრძოლონ გალაქტიკისთვის. მაგალითად, ავიღოთ LEGO-ს ახალი ნაკრებები "ბეჭდების მბრძანებელი" და "მონსტრებზე მონადირეები". პირველ ნაკრებში თქვენ აღმოაჩენთ დიდი რაოდენობით ყველა სახის იარაღს: ეს არის ხმლებიც, მშვილდებიც, ნაჯახებიც, საბრძოლო ჩაქუჩებიც, შუბებიც და ჯადოსნური კვერთხებიც კი. იქიდან გამომდინარე რომ ეს თემა დაფუძნებულია საშინელი სამყაროს JRR Tolkien-ზე, შეუძლებელია გამოირიცხოს ყველა ეს საშიში იარაღი და ეპიკური ბრძოლები. თუმცა, ყველა ბრძოლას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი: გაანადგუროს ბნელეთის მბრძანებლის, საურონის ბეჭედი და ამით აღადგინოს მშვიდობა შუამიწეთში. Continue reading

  • LEGO-ს პროდუქცია აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს

    2008 წლიდან 2013 წლამდე, 5 წლის მანძილზე, LEGO-ს ჯგუფმა  წარმატებით დაასრულა 2000-ზე მეტი ნედლეული მასალის შემოწმება, რომელიც გამოიყენება LEGO® პროდუქციაში, და დაამტკიცა რომ სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ახალი სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ძალაში.

    ახალი დირექტივა ადგენს მკაცრ მოთხოვნებს მასალებზე და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე, რომელიც გამოყენებულია სათამაშოების წარმოებაში. LEGO ჯგუფი გადის უსაფრთხოების შეფასების გზას უკვე მრავალი წლის მანძილზე და ყოველთვის უმკლავდებიან მკაცრი უსაფრთხოების გლობალურ სტანდარტებს. ახალი დირექტივის საპასუხოდ LEGO ჯგუფმა აირჩია, რომ გააფართოვოს და დახვეწოს თავისი მიდგომა. Continue reading

  • ამბავი იმაზე თუ როგორ გამოიგონეს LEGO-ს ბორბალი

    2012 წელს LEGO ბორბალმა იზეიმა 50-ე დაბადების დღე. მოდით ვიმოგზაუროთ წარსულში და ვნახოთ თუ როგორ იქმნებოდა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი LEGO-ს ნაკრებების კომპონენტი.

    უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას წარმოადგენდა LEGO-ს ტექნიკისა და ქალაქის ნაკრებები ბორბლების გარეშე. ბორბლების გარეშე არ იქნებოდა სარბოლო მანქანებიც, არც სახანძრო მანქანები და არც დიდი სატვირთოები. სატრანსპორტო ნაკრებები წარმოდგენილი იქნებოდა მხოლოდ მეორეხარისხოვნად, რაც ნაკლებ სიამოვნებას მიანიჭებდა მოთამაშეს, ხოლო ბორბლების მაგივრად გამოყენებული იქნებოდა ოთხკუთხედი კუბიკები - სინამდვილეში ასეც იყო 1962 წლამდე. Continue reading

პროდუქცია 1-დან 10-მდე (სულ 13)

გვერდი:
  1. 1
  2. 2