მოგესალმებით!

მიქსელები - ახალი ნაკრები და პერსონაჟები

მიქსელების ახალი საკოლექციო პერსონაჟები პირველად გამოჩდნენ 2014 წლის მარტში. ეს სახალისო ფიგურები შეიქმნა Cartoon Network-თან ერთობლივი თანამშრომლობის შემდეგ.

მიქსელების იდეა გამოიხატება იმაში, რომ თითოეულ პერსონაჟს გააჩნია საკუთარი კაშკაშა ინდივიდუალურობა, გამოხატული წარმოუდგენელი იუმორის გრძნობით. ბავშვები შეძლებენ შეაგროვონ და გადააკეთონ თავიანთი პერსონაჟები, ასევე შექმნან მათი განუმეორებელი ინდივიდუალურობა. მთლიანი კოლექცია შედგება 27 პერსონაჟისგან. ამ პერსონაჟების ნაკრები წარმოდგენილი იყო 2014 წლის მარტში Cartoon Network-თან პარტნიორობით, რომელიც აჩვენებს მოკლე მულტფილმებს, ამ სასაცილო პერსონაჟების შესახებ და ასევე გამოუშვებენ მობილურ თამაშს. ასევე ვებ-საიტზე ბავშვები შეძლებენ უკეთესად გაეცნონ ახალ პერსონაჟებს. მოკლე მულტფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება Cartoon Network-ის ოფიციალურ ვებ-საიტზე www.cartoonnetwork.com

LEGO-Mixels

‘’ეს იყო საოცარი შეგრძნება, როდესაც ვმუშაობდით ამ წარმოუდგენელ პერსონაჟებზე. პერსონაჟების დიზაინს ქონდა ჩემთვის პირადი ღრმა ინტერესი. ძალიან საინტერესო იყო მათი უნიკალური ინდივიდუალურობის შექმნა“,- ამბობს ენდრიუ ჰიუ შინანი, წამყვანი დიზაინერი.

პროექტის დასაწყებად ჩართული იყო ბევრი ადამიანი. ესენი იყვნენ ანიმატორები ლოს-ანჯელესიდან, თამაშების დეველოპერები ატლანტიდან, დიზაინერები ბილუნდიდან და კიდევ ბევრი სხვა სპეციალისტები, რომლებიც ყოველ ხუთშაბათს ურთიერთობდნენ ინტერნეტის საშუალებით და აკონტროლებდნენ მთლიან პროცესს, რათა ყველაფერს შეფერხების ჩატარებულიყო.

Mixels package‘’ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, რომ მივაღწიოთ ახალ შედეგებს და მოვიზიდოთ მომხმარებლები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ LEGO-ს მოყვარულები, - იძახის კამილა ჰაარი, პასუხისმგებელი პერსონაჟების განვითარებაზე. მიქსელები გათვალისწინებულია 6 წლის ბავშვებსა და ზევით. ეჭვგარეშეა, რომ ბავშვებს, რომლებსაც აქამდე არ ქონდათ LEGO-სთან შეხება გაეცნობიან ახალ პერსონაჟებს, Cartoon Network-ის არხის დათვალიერებით. სატელევიზიო შოუ თვალს აუხელს ახალ, განსაცვიფრებელ მსოფლიოზე - ისინი შეძლებენ შექმნან პერსონაჟები, რომლებიც იხილეს ტელევიზორის საშუალებით.“

თუ შეეკითხებით წამყვან დიზაინერს, ის გიპასუხებთ, რომ Mixels გაკეთდა LEGO-ს სტილში. ეს არის ერთ ერთი მიზეზი, თუ რატომ სჯერა პერსონაჟების წარმატებაში. ‘’ Mixels შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვების ფანტაზია განავითარონ და ხელი შეუწყონ, რათა შექმნან თავიანთი განუმეორებელი პერსონაჟები, - იძახის ენდრიუ ჰიუ შინანი, - უბრალოდ LEGO-ს კუბიკებზე თვალების დამატებით, შესაძლებელია პერსონაჟის გაცოცხლება. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორობა Cartoon Network-თან, წარმოშობს ბევრ ახალ და საინტერესო პერსონაჟებს.“

LEGO Mixels Series 1

დატოვეთ კომეტარი