მოგესალმებით!

ჩიმას ლეგენდები

დღეს  ჩიმას მეომრები ამ გორას ეძახიან კავორას გორას. მიწაზე ჩამოიქცა უზარმაზარი ჩანჩქერი. ის ეცემოდა მთიდან მიწაზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩანჩქერი. ეს იყო ჩის ენერგია. თითქოს ჩანდა, რომ ჩის ენერგია იფრქვეოდა ცისარტყელის ყველა ფერით. ის შეიცავდა შთამბეჭდავ ძალას. ის იყო სიცოცხლის  და ამავე დროს განადგურების წყარო, მაგრამ ჩიმას ცხოველებმა ეს ჯერ კიდევ არ იცოდნენ. ცნობისმოყვარეობის გამო მათ ნელ ნელა შემოარტყეს წრე ტბას, რომელიც წარმოქმნა ჩის ჩანჩქერმა. ლომმა პირველმა გადაწყვიტა გაესინჯა ტბიდან წყალი. ის მიეპარა ნაპირიდან და უსუნა  წყალს. შემდეგ მოსვა ერთი ყლუპი და მოხდა რაღაც საოცრება. ლომი გარდაიქმნა სხვა არსებად! ის ახლა იდგა 2 ფეხზე. თათების მაგივრად ქონდა ხელები, რომლითაChima-mountineც შეეძლო ნივთების აღება და სახლების შენება. ის იხედებოდა გარშემო, თითქოსდა პირველად. სხვა ცხოველებმაც დალიეს ტბიდან წყალი. ჯერ ნიანგმა, შემდეგ გორილამ, არწივმა, ყვავმა, მგელმა. შემდეგ ყველა ახალი და ახალი ცხოველები სვამდნენ წყალს ტბიდან. ერთი მეორის მიყოლებით, ისინი იქცეოდნენ ახალ არსებებად. თვითონ კავორას მთაც შეიცვალა. მის ზედაპირზე გამოჩდნენ ახალი სახეები ჩიმას მოსახლეობისა.

მალე ცხოველები მიხვდნენ, თუ რამდენად შეცვალა ისინი ჩის ენერგიამ. ისინი გახდნენ უფრო ჭკვიანები. მათ შეეძლოთ სიარული და ლაპარაკი. მათ შეეძლოთ იმის კეთება, რის წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ ადრე. ჩიმას სამყაროში დადგა ახალი ერა. ცხოველები, რომლებმაც გასინჯეს წყალი ტბიდან დარჩნენ და ჩამოაყალიბეს: ლომების, არწივების, ნიანგების, გორილების და ყორნების ტომები. მათ ისწავლეს ჩის ენერგიის გამოყენება და გახდნენ დიადი მეომრები. ათასწლეულობით ისინი ეთაყვანებოდნენ ჩის ენერგიას და მოუთხრობდნენ დიდებულ ლეგენდას ახალგაზრდა მეომრებს, რათა არ დავიწყებოდათ, თუ საიდან წარმოიშვნენ.

chima-clansმაგრამ ტბიდან არ დაულევია ყველა ცხოველს. ზოგს არ უნდოდა გარდაქმნა და გაიქცნენ სახიფათო განაპირა მიწებზე. დღეს ჩიმას მეომრები ეძახიან მათ ლეგენდარულ მხეცებს.ძველი ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ ისინი დაბრუნდებიან ჩიმას სამყაროში, როდესაც საჭირონი იქნებიან. მაგრამ უკვე ათასობით წელია არავის არ უნახავს არცერთი მათგანი. ზოგ მეომარს საერთოდ არ სჯერა მათი არსებობისა. დროთა განმავლობაში ცხოველებმა რომლებმაც შესვეს წყალი ტბიდან, დაიწყეს ზრდა და განვითარება. მათ ააშენეს სახლები, ციხესიმაგრეები და ტაძრები. მათ გამოიგონეს საოცარი მანქანები, რომლებითაც შესაძლებელი იყო წყალზე, მიწაზე და ჰაერში გადაადგილება. მათმა შექმნილმა მანქანებმა ჩიმა გადააქციეს უდიდეს და ძლიერ ქვეყნად. ცხოველებმა შექმნეს ტომები, რომლებიც განსხვავდებოდა სახეობებით. თითოეული ტომი ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით. ისინი იყვნენ განსხვავებულები, მაგრამ მათ აერთიანებდა ჩის ენერგია.

ლომების კლანი

Lion_Tribe_logoწმინდა ტბა მდებარეობს ლომების ტაძარში. ტბაში ჩის ენერგია უერთდება განსაკუთრებულ მინერალებს და აყალიბებს სფეოროებს. ეს სფეროები შეიცავენ უდიდეს ძალას. ლომების ტომი ანაწილებს ამ სფეროებს თანაბრად, სხვა ტომებს შორის. რატომ მიიღეს ლომებმა ეს პრივილეგია? სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ თვლიდნენ სამართლიანად. ისინი უბრალოდ იცავდნენ ჩიმას წესებს. ამ წესების დაცვის გარეშე, როგორც ლომები ვარაუდობდნენ, ჩიმა დაეცემოდა. ლომების ტომის წევრები ასევე ცნობილები იყვნენ გამბედაობით. ისინი იყვნენ შესანიშნავი გზამკვლევები მთებში. მტერთან ბრძოლაში ლომები ჩის ენერგია უთავსებდნენ ფიზიკურს. მათი საბრძოლო სტილი გავდა გლადიატორებისას - მამაცი და შეუპოვარი. laval-herousმეფე ლავალ ლაგრავის შვილმა - ლომების ტომის პრინცმა იცის, რომ როდესმე მას მოუწევს ლომების ტომს გაუძღვეს წინ. ლავალს ძალიან უნდა, რომ შეეფერებოდეს თავის მაღალ პოზიციას. მაგრამ ის ჯერ კიდევ პატარაა. მას უყვარს გართობა და ზოგჯერ ტოვებს ტავის მოვალეობებს, რათა გაერთოს ტავის მეგობრებთან ერთად. ლავალი ასევე არის ძალიან ფიცხი ხასიათის მქონე. ის ხშირად იქცევა უპასუხისმგებლოდ და ხშირად არღვევს წესებს, რაც სრულიად დაუშვებელია ისეთი კანონმორჩილი კლანის წევრისთვის, როგორიცაა ლომების ტომი. თუ ლავალს ნამდვილად უნდა, რომ გახდეს თავისი ტომის ჭეშმარიტი წინამძღოლი, მან უნდა ისწავლოს წესების დაცვა და დარჩეს ერთგული თავისი გულის მოწოდებისა.

პირადი შეფასება ლავალისა: დაჟინებული, ერთგული და მხიარული. საყვარელი საქმიანობა: დამალობანას თამაში საუკეთესო მეგობარ კრაგერთან. საყვარელი გამონათქვამი: მე არასდროს არ ვუღალატებ ჩემს საუკეთესო მეგობარს

ნიანგების ტომი

Crocodile_Tribe_logoთქვენ იპოვით ნიანგების ტომს ჩიმას ბნელი ჭაობების სიღრმეებში. მათი სახლები ნაწილობრივ არის წყლის ქვეშ, რამდენადაც ისინი ისევე კარგად გრძნობენ თავს წყლის ქვეშ, როგორც ხმელეთზე. ეს ჭაობის მეომრები არიან მზაკვრულები და ვერაგები, როგორც ბუნება, რომელიც მათ გარშემო არსებობს. მათი ნდობა არ შეიძლება. ისინი გიცინიან, მაგრამ თავს დაგესხმიან როცა შეტრიალდებით. თუ თავს დაგესხმიან, სჯობს გაეცალოთ იქაურობას. ნიანგები სასტიკი მებრძოლები არიან და მათი სქელი კანი იცავს, როგორც ჯავშანი. მათ შექმნეს იარაღი, რომელიც გაქვს ბრჭყkragger-heroალებს. მათი საბრძოლო სტილია ’’ უკბინე ბევრი’’. თუ ნიანგები ცნობილები არიან თავიანთი სისასტიკით, მაშინ კრაგერი არის ყველაზე სასტიკი მათ შორის. ის არის ბანდიტი და არაფრის წინ არ იხევს, რომ გაიმარჯვოს. მისმა სამართებელივით ბასრმა კბილებმა ბევრი მოწინააღმდეგე გააქცია. ის დიდი ხანი არაა რაც ტომის სათავეში დგას, ხოლო თავისი ტომის წევრებიც კი შფოთავენ მის დანახვაზე. კრაგერი ასეთი არ ყოფილა ყოველთვის. ოდესღაც მან იცოდა გართობა და სიყვარული, მეგობრობდა ბევრთან, მათ შორის ლავალთანაც, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ რიგმა შემთხვევებმა შეცვალეს ის და ახლე ის არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩიმას სამყაროში. არასდროს არ განუცდია ქვეყანას ესეთი სიძნელეები.

პირადი შეფასება კრაგერის: ბანდიტი, ეშმაკი, აგრესიული. საყვარელი საქმიანობა: ჩის ენერგიის დალევა. საყვარელი გამონათქვამი: აიღე ჩი და ყველაფერი გამოგივა.

არწივების ტომი

Eagle_Tribe_logoარწივების ტომი ცხოვრობს მაღლა კლდეებზე, საიდანაც იშლება უპრეცენდენტო ხედი ჩიმას სამყაროსი. იმის მიუხედავად, რომ ისინი ცხოვრობენ მიუწვდომელ სიმაღლეზე, მათ მაინც უწევთ დაბლა ჩამოსვლა, რათა დაიცვან ჩი. არწივები ხშირად მოდიან თავიანთი მეგობრების, ლომის ტომის დასახმარებლად. ყველამ იცის, რომ არწივები ძალიან დაკვირვებულები და ბრძენები არიან. ისინი დახვეწილები არიან, მაგრამ მათ ასევე თვლიან ჭკუასუსტებად. არწივები შეიძლება იყვნენ კაპრიზულები და ადვილად გადაიტანოთ მათი ყურადღება. მათ უყვართ ლაპარაკი და საათობით შეუძლიათ იმსჯელონ საყვარელ ლექსებსა თუ სამხედრო სტრატეგიაზე. ბრძოლაში მეომარი არწივები ცნობილები არიან თავიანთი საჰაერო თავდასხმებით. მათ შეუძლიათ შეუტიონ უდიდესი სისწრაფით და გასაოცარი სიმძლავრით. ეს ცის მბრძანებლები აკონტროლებენ ნებისმიერ სიტუაციას. ერისი. lego chima erisერისს უყვარს თავგადასავლები და ყოველთვის იღებს გამოწვევას. როგორც სხვა არწივები, ერისი არის ჭკვიანი და უყვარს გამოცანების შეგროვება, ასევე საინტერესო ისტორიების მოყოლა. მაგრამ ერისი არც ისე ჭკუასუსტია, როგორც მისი ტომის წევრები. პირიქით ერისი არის ძალიან კონცენტრირებული და ინარჩუნებს სიწყნარეს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. ალბად ამიტომ დაუმეგობრდა ლავალს ის. ლავალმა იცის, რომ ერისი არის სანდო მეგობარი. ის ყოველთვის ახლოსაა და ძნელ სიტუაციაში არ უღალატებს. როდესაც ბრძოლის დრო მოვა, ერისი მოიფიქრებს, თუ როგორ მოუგოს და ჭკუაში აჯობოს მტერს. ამასთანავე ის ძალიან სწრაფად დაფრინავს, ჭკვიანურად აგვარებს ძალიან რთულ სიტუაციასაც კი. ლავალი მადლობელია ბედისთვის, რომ მის გვერდით ასეთი გამოცდილი მეომარია, როგორიცაა ერისი.

პირადი შეფასება: მადლიანი, თავგადასავლების სიყვარული და სანდო საყვარელი საქმიანობა: ისტორიების მოყოლა. საყვარელი გამონათქვამი: არ იდარდო, მე გეგმა მაქვს.

მგლების ტომი

Wolf_Tribe_logoმგლების ტომის წევრები არიან სწრაფები და ჩუმები, როგორ ოკეანის დინება და ხშირად თავს ესხმიან მტრებს მოულოდნელად. მათ უყვართ ღამის წყვდიადის ქვეშ გადაადგილება და მათი მანქანებიც კი ისეთი შენიღბულია, რომ ვერ შეამჩნევთ მათ მოახლოებას. მებრძოლ მგლებს შეუძლიათ გამოავლინონ სიეშმაკე, იბრძოლონ დაუნდობლად და სასტიკად. ისინი ვერ ხედავ სირცხვილს იმაში, რომ ბრძოლის ველიდან გაიქცნენ, თუ ხედავენ, რომ ბრძოლას აგებენ. მათთვის მთავარია მოგება, ხოლო თუ მოგება არ გამოდის ისინი გარბიან ბრძოლის ველიდან, გადააჯგუფებენ ძალებს და ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, ხელახლა თავდასასხმელად. მგლებს უყვართ ხროვად ბოდიალი და ვერ იტანენ ადგილზე ჯდომას. მათი მანქანები გათვლილია ორზე, ისევე როგორც მათი სახლები ორ ოჯახზე, მაგრამ თქვენ ვერასდროს ვერ ნახავთ მათ სახლებში უბრალო სახლის აქსესუარებს. მათი მოწინავე ჯგუფი აღჭურვილია ყოველთვის კარგად და მზად არიან ნებისმიერი სიტუაციისთვის. ნიანგების ტომი ჩვეულებისამებრ იმედოვნებენ, რომ მგლების ტომი დადგება მათ მხარეს, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ: worriz-heroმგლები არასდროს არ ზრუნავენ არავისზე და არაფერზე, გარდა თავიანთი ტომისა. ვორიზი. მგლების ტომი, რომელიც მუდამ გზაშია და გზად ბევრ სხვა ტომს ხვდება. მათ სჭირდებათ მეომრები, რომლებიც საიმედოდ გაიყვანენ მათ უცხო მიწების გავლით. ვორიზი-ეს არის მათი ბელადი. თქვენ გგონიათ მათ აირჩიეს ის იმიტომ, რომ ის არის ესეთი საყვარელი და მეგობრული? სრულიადაც არა. ვორიზი მხოლოდ თვალთმაქცობს, რომ ის ასეთი მეგობრულია. სინამდვილეში კი ის დაუნდობელი და სასტიკია. ის ძალიან კარგად მალავს თავის ნამდვილ სახეს და ასულელებს ყველას. როცა ის მოინდომებს, შეუძლია იყოს მომხიბვლელიც, მაგრამ როდესაც მიიღებს იმას რაც უნდოდა, წყვეტს იმ როლის თამაშს, რაც თავის თავზე იკისრა. როგორც სხვა გლები, ვორიზს აქვს ერთი სისუსტე - ყნოსვა. დიახ, მისი შესანიშნავი ყნოსვის გრძნობა შეიძლება იყოს საშველი, მაგრამ ცუდი სუნი, როგორიც გააჩნია სკუნს, შეუძლია გააქციოს ის უკან მოუხედავად.

პირადი შეფასება: მომხიბვლელობა, დაუნდობლობა და მერყეობა. საყვარელი საქმიანოkბა: მგლის ხროვასთან ერთად ხეტიალი. საყვარელი გამონათქვამი:’’ მგლები იბრძვიან როგორც ერთი და შურს იძიებენ როგორც ერთნი, როცა ვერთიანდებით ჩვენ დაუმარცხებლები ვართ“

ყორნების ტომი

Raven_Tribe_logoფული, ფული, ფული - ეს არის ის რისკენაც ყორნები მიისწრაფვიან ყველაზე მეტად. ისინი მოიტყუებიან, ითაღლითებენ, მოიპარავენ, ოღონდაც მიიღონ ის, რაც მათ სურთ და კიდევ, ისინი არიან ძალიან ეშმაკები, ყორნები აშენებენ თავიანთ სასახლეებს იმ ფულით, რაც მოიპარეს. მართალია მათი ბუდეები გამოიყურება როგორც არეული, მაგრამ სინამდვილეში არის რთული ნაგებობა. ნებისმიერი, რომელიც მოხვდება მატ ბუდეში, თავისუფლად დაიკარგება დახლართულ გვირაბებში. მეომარი ყორნები საბრძოლველად წავლენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგად გადაუხდიან ან თუ იგრძნობენ, რომ მათ პატივმოყვარეობას შეეხნენ. ბასრი, ჯავშანივით გამძლე, ნისკარტები და ფრთები ხდის მათ სახიფათო მოწინააღმდეგედ. ჩიმას მოსახლეობის უმეტესობა ცდილობს, რომ იყოს შორს მათგან. რაზარ. razar-heroრაზარი - ტიპიური ყორანია. ის ხარბია და ეგოისტი. ის მოათრევს ყველაფერს, რაც კი ცუდად დევს და თუ რამე დამალულია, იმასაც იპოვის საშუალებას მის მოსაპარად. რაზარმა გადაწყვიტა იბრძოლოს ჩიმასთვის, კრაგერის მხარეს. არა იმიტომ, რომ მას აქვს პირადი ანგარიშსწორება ლომებთან, არამედ ის ფიქრობს, რომ მიიღებს მეტ სარგებელს, თუ იბრძოლებს ნიანგების მხარეს. ის იღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა სარგებელს მიიღებს ბოლოში და არ ფიქროს იმაზე, მართალია თუ არა. თუ შევეკითხებით რაზას, რა მოსწონს მას, ის გვიპასუხებს: ‘’სამკაულები და განძეულობა“ და ეს სიმართლეა, მაგრამ ერთი რამ უყვარს ყველაზე მეტად, საკუთარი თავი ვიდრე განძეულობა .

პირადი შეფასება: ხარბი, ეგოისტი, უპრინციპო. საყვარელი საქმიანობა: ძვირფასეულობისა და განძეულობის დათვლა. საყვარელი გამონათქვამი: სასიამოვნოა თქვენთან საქმის დაჭერა.

დატოვეთ კომეტარი