Clicky

LEGO კომპანიის გასაოცარი ისტორია

LEGO კომპანიის გასაოცარი ისტორია

ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ ამბავს  უდიდესი დანიური სათამაშოების კომპანიის LEGO-ს ისტორიისა და მისი დამაარსებლის ოლე კირკ კრისტიანსენის ბიოგრაფიის შესახებ. ოლე კირკი იყო გამომგონებელი, ყველაზე პოპულარული სამშენებლო ნაკრებისა მსოფლიოში. ისიამოვნეთ ისტორიის კითხვით გამომგონებლებზე, სასამართლო პროცესებზე, წარუმატებლობებზე და ბრწყინვალე წარმატებებზე.
LEGO არის სათამაშოების ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში. ის უფრო ცნობილია ვიდრე Hasbro და ბარბის თოჯინა. ამის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის, რომ დანიურმა კომპანიამ დაიწყო თავისი ისტორია, როგორც ხის პროდუქციის ძირითადმა მწარმოებელმა. LEGO პირველი სათამაშოები იყო გაკეთებული სრულიად ხისგან.


თუმცა დღეისათვის კომპანია გაიზარდა იმ ზომამდე, რომ უკვე მსოფლიოში უამრავი გამყალბებელი კომპანია აკეთებს ლეგოს ცნობილი სამშენებლო ნაკრებების ასლებს. მაგრამ როგორც სეთ გოდინმა ერთხელ თქვა “თუ შენი პროდუქცია კოპირებულია, ეს ნიშნავს შენ გააკეთე რაღაც ნამდვილად დიდი“.

 სტატიის შინაარსი:

ბავშვობა: ეს ყველაფერი დაიწყო ხის სათამაშოებით


image
ოლე კირკ კრისტიანსენი

LEGO-ს ისტორია თარიღდება 1932 წლით, როდესაც ოლე კირკ კრისტიანსენმა (აპრილი, 07 1891 – მარტი 11, 1958) დაარსა დანიური კომპანია, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტების საწარმოებლად. ოლე კირკი დაიბადა ფილსკოვის სოფელში, რომელიც მდებარეობს სონდერ ომასა და ცენტრალურ იუტლანდს შორის, დანიაში. თავის ოჯახში ის იყო 10 ბავშვიდან ერთ-ერთი. მისი მამის სახელია ჯენს ნილს კრისტიანსენი  და დედის სახელია კრისტინე(ანდერსონ) კრისტიანსენი.
ოლეს პროდუქცია გაკეთებული იყო ხისგან და მთავარი ფულადი შემოსავალი შემოჰქონდა, კიბეებისა და დასაუთოებელი მაგიდების გაყიდვით, რომლის მოთხოვნად მკვეთრად დაეცა გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
ოლეს უნდა ეპოვა სხვა გზა, თავისი ბიზნესის გადასარჩენად. მან იპოვა ეს გზა ხის სათამაშოების წარმოებაში, რადგან მათზე მოთხოვნა გაგრძელდებოდა მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროსაც. ოლეს ძირითადი დამხმარე ასისტენტი იყო მისი ვაჟი, გოდფრედ კირკ კრისტიანსენი, რომელმაც დაიწყო თავის მშობელთან მუშაობა 12 წლისამ.
სათამაშოების წარმოების დაწყების შემდეგ, კრისტიანსენმა დაიწყო თავისი კომპანიის სახელის შერჩევა. მანდ დაავალა ქარხნის ყველა თანამშრომელს, რომ შეეთავაზებინათ კომპანიის მომავალი სახელწოდება. იყო ბევრი იდეა, მაგრამ ბოლოში აირჩია სახელი, რომელიც მოიფიქრა თვითონ- სიტყვა LEGO, გამომდინარეობს დანიური ფეხისა და godt-დან, რომელიც ერთად ნიშნავს “ ითამაშე კარგად“. რამდენიმე წლის შემდეგ ოლემ ისწავლა, რომ ფრაზა Lego ნიშნავს“ მე დავდე ერთად“ ლათინურ ენაზე. ცხადია ამ ფაქტს ქონდა სერიოზული გავლენა კომპანიის სამომავლო ისტორიაზე.
როდესაც მათ უბრალოდ დაიწყეს, LEGO-ს კომპანიაში იყო მხოლოდ 7 თანამშრომელი. ესენი იყვნენ ენთუზიაზმით აღსავსე დურგლები, რომლებსაც სიამოვნებდათ ახალი ნივთების შექმნა. მათ უკვე ადარდებდათ პროდუქტის ხარისხი. ოლე კრისტიანსენს ქონდა პირადი დევიზი- “Der bedste er ikke for godt” ან “ მხოლოდ საუკეთესოა ღირსი, რომელიც მისმა ვაჟმა გოდფრედ კირკ კრისტიანსენმა დაწერა დაფაზე და მიაჭედა ზევით კედელზე, თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე.
1936 წლისთვის, კომპანიას ქონდა უკვე სათამაშოების 42 განსხვავებული ნაკრები. ყველა, რომელიც არ იყო იაფი სიამოვნება( LEGO სამშენებლო ნაკრებები დღეისათვისაც საკმაოდ ძვირია). თუმცა, კომპანია ჯერ კიდევ აწარმოებდა არა მხოლოდ საათამშოებს, არამედ სხვა ხის პროდუქციასაც.
1940 წელს იყო ბევრი ცვლილება, რამაც მოახდინა გავლენა კომპანიის ისტორიის ცვლილებაზე. პირველი, მხოლოდ ერთი LEGO ქარხანა და საწყობი დაიწვა. დაუყოვნებლივ აღდგენის შემდეგ ცხადი გახდა, რომ LEGO კომპანია შეძლებდა მხოლოდ სათამაშოების წარმოებას. თანამშრომლების რიცხა დაიწყო მატება და 1943 წლისთვის მიაღწია 40 ადამიანს. ერთი წლის მოგვიანებით 1944-ში, ოლე კრისტიანსენმა ოფიციალურად დაარეგისტრირა კომპანია და დაარქვა «LegetOjsfabrikken LEGO Billund A/S».
1947 წელს, ოლემ და გოდფრედმა მიიღეს თვითონ ჩაკეტვადი პლასტიკური კუბიკის ნიმუში, დამზადებული Kiddicraft-ის მიერ. ეს კუბიკები იქნა შემუშავებული და დაპატენტებული ბრიტანეთში, მისტერ ჰილარი ჰარი ფიშერ ფეიჯის მიერ, ბავშვების ფსიქოლოგი.
LEGO თანდათანობით დაშორდა ხის პროდუქციის წარმოებას, პლასტიკურის სასარგებლოდ. ამიტომ, 1947 წელს, კრისტიანსების ოჯახმა შეიძინა უდიდესი საინექციო ჩამოსხმის მანქანა დენმარკში, რომელიც საშუალებას აძლევდათ სათამაშოების მასიური წარმოებისთვის. უნდა ითქვას, რომ მათ ეს საინექციო ჩამოსასხმელი მანქანა დაუჯდათ მაშინდელი 30 ათასი კრონი, რომელიც იყო საკმაოდ დიდი თანხა იმ დროისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძვირი სათამაშო ღირდა 36 კრონი იმ დროისთვის.

image 1
ხის იხვი


გვიან 40-იანი წლებისთვის კომპანიას ქონდა 200-ზე მეტი პლასტმასის და ხის სათამაშოების მოდელების მარაგი. მაგრამ LEGO ჯერ კიდევ არ იყო კომპანია, რომელიც დღეისათვის ცნობილია თავისი უნიკალური ნაკრებებით. 1958 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გოდფრედ კრისტიანსენს,  მემკვიდრეობით შეხვდა კომპანიის თანამედროვე დაპატენტებული კუბიკის დიზაინი. თანამედროვე Lego კუბიკი დაპატენტებული იყო 1:58სთ დღის დროისთვის 1958 წლის 28 იანვრისთვის. ეს იყო სრულიად სხვა სისტემა, რამაც გახადა კუბიკები უფრო გამძლე. სხვათა შორის, ძველი დროის კუბიკები სრულიად თავსებადია თანამედროვე კუბიკებთან. ეს იყო ამ წლებში, რომ LEGO კომპანიამ გადაწყვიტა ევაჭრა ყველა “non-brick” LEGO პროდუქტებით BILOfix ბენდის ქვეშ.

LEGO ბრენდის ახალი მომავალი

1960 წლის 4 თებერვალს, LEGO ხის სათამშოების წარმოების განყოფილებას დაეცა მეხი და დაიწვა. ეს იყო კიდევ ერთი ცეცხლი, რომელიც LEGO ქარხანაში მოხდა. მალე გადაწყდა, რომ აღარ აღადგინონ ხის სათამაშოების წარმოება და კონცენტრაცია მოახდინონ მხოლოდ პლასტმასის სათამაშოებზე. იმ დროს, LEGO უკვე ყიდიდა 50-ზე მეტ ნაკრებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 1962 წელს, LEGO-მ გახსნა საკუთარი საავიაციო კომპანია ბელუნდში- დანიაში და LEGO სამშენებლო ნაკრებები იმპორტი შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეჭვგარეშეა, ხელმისაწვდომობა ამ უკიდურესად მომგებიან ბაზარზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა დანიური კომპანიისთვის, რომელიც ცდილობდა გაეზარდა LEGO სათამაშოების გაყიდვა მსოფლიოში. 2 წლის შემდეგ LEGO-მ დაიწყო მოკლე ინსტრუქციების მითითება პროდუქტებზე, რომელიც კონსულტაციას უწევდა მომხმარებელს, თუ როგორ უნდა აეწყოთ შეფუთვაზე გამოსახული მოდელები. მალე თანდართული ინსტრუქციები გახდა განუყოფელი ნაწილი, თითოეული LEGO სამშენებლო ნაკრებისა.
გარდა ამისა, კომპანიამ დაიწყო მუშაობა უფრო მჭიდროდ მომხმარებელთან და ეს დაეხმარა მათ, ნაკრებების ხარისხის გაუმჯობესებაში. LEGO იყო ერთ ერთი კომპანია, რომელმაც გამოიყენა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და შეისწავლა მომხმარებლის საჭიროება მათი სათამაშოების. მხოლოდ ღრმა გამოკვლევის შემდეგ, მათ დაიწყეს ახალი პროდუქციის განვითარება. ასეთმა თანამშრომლობამ გამოიწვია სათამაშოების ფართოდ გაყიდვა – LEGO მატარებლის ნაკრებები.
რა თქმა უნდა, 60-იანი წლების შუაში დასაქმებული იყო 500 ადამიანზე მეტი LEGO-ს მთავარ ქარხანაში. მაგრამ კომპანიამ არ შეწყვიტა განვითარება.
1963 წელს, ცელულოზის აცეტატი, რომელიც გამოიყენებოდა LEGO პროდუქციის კუბიკების საწარმოებლად, შეიცვალა acrylonitrile ბუტადიონური სტიროლით( ABS პლასტიკური მასალით), რომელიც ახლაც გამოიყენება.  ABS პლასტიკური მასალა არ არის ტოქსიკური, ნაკლებად უფერულდება და არ განიცდის დეფორმაციას. არის უფრო მდგრადი სითბოს მიმართ ვიდრე ცელულოზის აცეტატი. LEGO კუბიკები გაკეთებული ABS მასალისგან 1963 წელს, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ფორმას და ფერებს 40 წლის შემდეგ, ასევე საფუძვლიანად ურთიერთდაკავშირებულია სამშენებლო კუბიკებთან, რომლებიც რეისთვის იწარმოება.

image 3
ლეგოს ერთ-ერთი პირველი კუბიკები ABS-ის პლასტიკური მასალით

LEGO-ს სწრაფი განვითარება

image 2
ლეგოს ლოგო

LEGO-ს იმ წლების პროდუქცია ჩანდა, თითქოს და ორიენტირებული იყო მხოლოდ მამრობითი სქესის სამშენებლო ნაკრებებზე. მაგრამ ეს არ არის მთლიანად მართალი, რამდენადაც სათამაშოები შექმნილი გოგოებისთვის, ასევე ხელმისაწვდომია. მაგალითად, 70-იან წლებში ისინი აწარმოებდნენ თოჯინის სახლებს ავეჯით. მიუხედავათ ამისა, LEGO ნაკრებების უმრავლესობა განკუთვნილია მამრობითი სქესისთვის. ეს არ არის დისკრიმინაცია, მარგამ ფაქტია ბიჭებს უფრო მოსწონთ სამშენებლო ნაკრებები ვიდრე გოგოებს.
1968 წლის 17 ივნისს გაიხსნა Legoland-ის პარკი. ის აშენდა დენმარკში, 59 ჰექტარის მასშტაბზე. პირველი სეზონის დროს პარკს ეწვია 625,000 ადამიანი.
LEGO-ს ცნობილი ლოგო შეიქმნა 1973 წელს, რომელიც ცნობილია უმეტესობა ადამიანისთვის მსოფლიოში დღეისათვის. 1974 წელს შეიქმნა ლეგო ფიგურები- LEGO ოჯახი. ამ ნაკრებმა მოუტანა დიდი წარმატება კომპანიას მთელს მსოფლიოში. იმავე წელს გაიხსნა LEGO AG in Baar ქარხანა, ზუგში, შვეიცარიაში. პირველი LEGO პროდუქცია იწარმოებოდა დანიის გარეთ ( 1992, დასახელება შეცვალეს LEGO Produktion AG).
1977 წელს, leaps გუნდს ხელმძღვანელობდა ოლეს შვილიშვილი კელდ კირკ კრისტიანსენი. ამ დროისთვის LEGO აწარმოებდა ბევრ სხვადასხვა ნაკრებებს ყველა გემოვნებისთვის. პირველი, ნამდვილად თემატიკური LEGO ნაკრები გამოჩნდა 1979 წელს, მას ერქვა Legoland-ის სივრცე. ამან შთააგონა LEGO დიზაინერები, რომ შეექმნათ ათასობით სხვადასხვა თემატიკის ნაკრებები. სივრცის ტემა იყო მხოლოდ დასაწყისი LEGO-თვის, მაგრამ ძალიან წარმატებული დაწყება.


LEGO სახის პროდუქციები იზრდებოდა ნახტომით და საზღვრებით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ მომხმარებელს უყვარდა ამ კომპანიის პროდუქტები. ისინი იყო ნამდვილად ორიგინალური, მიმზიდველი და საინტერესო. 1980-იან წლებში, გულშემატკივრებმა გამოხატეს ამ კომპანიის მიმართ სიყვარული და ააშენეს 13.1

image 4
2008, ლეგოს ყველაზე მაღალი კოშკი.

მეტრის სიმაღლის უზარმაზარი კუბიკების კოშკი. შთამბეჭდავია, არ არის? მაგრამ არ იფიქროთ ეს იყო ყველაზე მაღალი კოშკი. სულაც არა! გვიან 90-იან წლებში აშენდა სხვა LEGO კუბიკებისგან შემდგარი კოშკი, რომელის სიმაღლეც აღწევდა  24.88 მეტრს. ის შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. 2008 წელს აშენდა სხვა, ამ დროისთვის, უმაღლესი LEGO კოშკი მსოფლიოში, ბრიტანეთში Legoland-ის პარკში. ის აშენდა 500,000 LEGO კუბიკისგან და მისი სიმაღლე იყო 30.48 მეტრი. 1986 წელს LEGO გუნდი გახდა დენმარკის სამეფო სახლის სათამაშოების მიმწოდებელი. როგორც თქვენ მიხვდებოდით, საპატიო ტიტული არის საუკეთესო რეკლამა კომპანიისთვის.
1990-იან წლებში LEGO ნაკრებები იქნება მოთხოვნადი მთელს მსოფლიოში. რათქმაუნდა ვაჭრობა არ იყო თაღლითობის გარეშე, როგორც Atko. თუმცა, Atko სათამაშოები გამოიყურებოდა განსხვავებულად LEGO ნაკრებებისგან და ჰქონდა გაცილებით დაბალი ხარისხი.

რეცესია და აღზევება

2003 წელს კომპანია იყო გაჭიანურებული კრიზისის ქვეშ. სამშენებლო ნაკრებებმა დაკარგეს მიმზიდველობა, რაც დამოკიდებული იყო კომპიუტერულ თამაშებზე. ახალმა გენერალურმა დირექტორმა იორგენ ვიგ კნუდსტორპმა მთლიანად შეცვალა კომპანიის სტრატეგიის მიზანი, გადაიტანა წლიური 19 მილიარდი კუბიკის წარმოება დაბალი ღირებულების ქვეყნებში და გახსნა ციფრული დიზაინის ფილიალები, ასევე ინტერაქტიული თამაშები, როგორიცაა ვარსკვლავური ომები  ან ონლაინ მარსის მისიების თამაშები კომპიუტერისთვის.
სხვა ონლაინ თამაშია LEGO სამყარო, რომელის დებიუტიც შედგა 2010 წელს. ის ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას და საშუალებას აძლევს მოთამაშეებს შეუკვეთონ სამშენებლო კომპლექტები თავიანთი ვირტუალური დიზაინით. “ჩვენ ვართ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კუბიკების ნაკრებები და ყუთები,“ თქვა კნუდსტორპმა. “ ეს არის იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად ხალხი იღებს ახალ დამატებით ახალ იდეებს“.
სწორედ ასე განიცადა დრამატული ცვლილება LEGO-მ. 2004 წელს მიღებული $300 მილიონი ზარალის შემდეგ, მიიღო $280 მილიონი შემოსავალი 2007 წელს.
2012 წელს კომპანიის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლეგომ პიქსართან თანამშრომლობის შედეგად გადაიღო მცირე ანიმაციური ფილმი ლეგოს ისტორიის შესახებ “The LEGO Story”. მასში მოთხრობილია ოლე კირკ კრისტიანსენისა და მისი ვაჟის გოდფრედ კირკ კრისტიანსენის მიერ კომპანიის დაარსების, გადარჩენისა და განვითარების 1932-1968 წლების ისტორია. აქვე გთავაზობთ აღნიშნულ ანიმაციურ ფილმს.

LEGO-ს ისტორია


ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ ისიამოვნეთ ოლე კირკ კრისტიანსენის ბიოგრაფიისა და გასაოცარი LEGO  კომპანიის ისტორიის წაკითხვით, ეს კი შთაგაგონებთ ახალი აღმოჩენებისა და გამოგონებებისკენ.

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *