მოგესალმებით!

LEGO-ს პროდუქციის უსაფრთხოება

LEGO-ს კომპანიაში იძახიან:’’ ჩვენ ყოველთვის გავდივართ დიდ გზას, ჩვენი სათამაშოების მოდელების შემოწმების დროს. ჩვენ უბრალოდ გვიხდება ამის გაკეთება რამდენადაც ბავშვის წარმოსახვა და გრძნობები უსაზღვროა და თქვენ არასდროს არ იცით, თუ როგორ გადაწყვეტს ის სათამაშოსთან თამაშს ან როგორ სათამაშო სიტუაციას მოიგონებს ის’’.

LEGO ტექნიკის სათამაშოების სერია გადის უამრავ შემოწმებას. აღნიშნული სერია გათვლილია ძირითადად 8+ წლის ბავშვებისთვის. მაგალითად: ჯიპი 8066 რომელიც შედგება 141 ნაწილისგან გაიარა სრული შემოწმება, მათ შორის 443 საკონტროლო პუნქტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კომპანია დარწმუნდეს რომ ყოველი დეტალი გაუძლებს ყველანაირ დატვირთვას და ზემოქმედებას, რასაც ამ ასაკის ბავშვი მოიფიქრებს!

LEGO-ს პროდუქცია გადის რამდენიმე ტიპის ხარისხის და უსაფრთხოების შემოწმებას. ეს არის მომხმარებლების საჩივრები, ასევე პროდუქტის ქიმიური შემადგენლობის გაკონტროლება. დიდი ხნის განმავლობაში LEGO-ს პროდუქციის უსაფრთხოება დადებითად ფასდებოდა მომხმარებელთა მიერ. იყო დრო, როდესაც მწარმოებლები ფიქრობდნენ მხოლოდ მახვილ კუთხეებზე და კიდეებზე. უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც დღეს ვრცელდება სათამაშოებზე, ყოველდღიურად მკაცრდება. მაგრამ ეს ყველაფერი არ შეედრება იმას, რასაც კომპანია LEGO გთავაზობთ.

შემმოწმებლები, რომლებიც ატარებენ სათამაშოების გამოცდას, ყოველთვის ცდილობენ იფიქრონ 200 ნაბიჯით წინ. რამდენადაც, თუ ყუთზე აწერია, რომ სათამაშო არ დაიმსხვრევა 100 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდების შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები დაიწყებენ მის გადმოგდებას 150 მეტრის სიმაღლიდან, რათა ნამდვილად დარწმუნდნენ მის სანდოობაში.

LEGO Safety

LEGO  ასეთივე მკაცრ მოთხოვნებს  უყენებს მასალის ხარისხს, რომლისგანაც კეთდება ეს სათამაშოები. მართალია კომპანია ამტკიცებს, რომ სათამაშოების მიმწოდებლებთან ურთიერთობენ ნდობით, თუმცა, ურჩევნიათ იმუშავონ პრინციპით: ’’ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი LEGO-ს კომპანიის მუშაობისა - ცენტრების არსებობა, რომელიც შეისწავლის საზოგადოების აზრს. ცენტრები იღებენ მომხმარებლების ზარებს. ხალხი რეკავს აქ არა მხოლოდ საჩივრისთვის, არამედ შემოთავაზებებითაც. LEGO-ს კომპანიის სპეციალისტები მუდმივად განიხილავენ ამ ზარებს და ცდილობენ მათ გათვალისწინებას. ასევე გუნდის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სათამაშოების გამოცდასა და განვითარებაში, ცდილობენ გაითვალისწინონ არსებული პრობლემები და გააუმჯობესონ LEGO-ს პროდუქცია. მათი მონაწილეობის მეშვეობით საჩივარი ზარების რაოდენობა დღითი დღე მცირდება. და ეს არ ეხება მხოლოდ დიზაინს, არამედ პირველ რიგში სათამაშოების ფუნქციონირებასა  და საიმედოობას.

2013 წლის ივლისიდან, ევროპაში დაიწყო მოქმედება ახალმა უსაფრთხოების სტანდარტებმა სათამაშოებზე. LEGO-ს კომპანია კი უკვე რამდენიმე თვით ადრე ასრულებდა ამ ახალ წესებს.

კომენტარები თემაზე “LEGO-ს პროდუქციის უსაფრთხოება”

დატოვეთ კომეტარი