მოგესალმებით!

LEGO DUPLO-ს განახლებული ლოგო

2014 წელს LEGO ® Duplo-მ გამოაქვეყნა ახალი ლოგო - ნათელი, ფერადი და მიმზიდველი - რითიც უფრო კარგად შეძლებს იმის წარმოჩენას, რომ ეს სათამაშოები განკუთვნილია პატარა ბავშვებისთვის. წლის დასაწყისიდანვე LEGO DUPLO-ს თაყვანისმცემლებმა აღმოაჩინეს ამ სავაჭრო ბრენდის პროდუქციის სრულიად ახალი გარეგნობა და დიზაინი.

DUPLO კურდღელი უკვე 30 წელზე მეტია არსებობს და ახლა ის უფრო დიდი, მომრგვალებული და მიმზიდველი გახდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მიექციათ ყურადღება LEGO DUPLO-ს იმ პროდუქციაზე, რომლებიც დანიური კომპანიის სხვა პროდუქტების ფონზე ცოტა დაიკარგნენ. ასევე მცირედით შეიცვალა შეფუთვის დიზაინიც. ახლა ის გახდა უფრო ნათელი და საინტერესო, უფრო გასაგები დღევანდელი თანამედროვე ბავშვებისთვის. წითელი კურდღელი და DUPLO-ს ლოგო იქნება უფრო დიდი ვიდრე LEGO-ს წითელი ლოგო. საყვარელი კურდღელი შეტრიალდა სხვა მხარეს - ის არ იყურება მწარმოებლის ლოგოსკენ, არამედ დიზაინის სურათისკენ, რომელიც არის ყუთში. ახალი ლოგო გამოჩნდა ყველა პროდუქტის შეფუთვაზე, რომელიც გამოდის 2014 წლის იანვრიდან. დიზაინები უფრო ადრეულ მოდელებსაც გაუკეთებენ განახლებას მიმდინარე წლის ივნისში.

 LEGO DUPLO-ს საფირმო ნიშნის მცირე ისტორია

200px-Duplo_1980s_logoთავდაპირველი დიდი კუბიკები პატარებისათვის გამოჩნდა 1967 წელს, ხოლო დუპლო, როგორც საფირმო ნიშანი ამ პროდუქციისა გახდა მხოლოდ 1975 წელს. თავდაპირველი ნაკრებები შეიცავდნენ მხოლოდ 4 ფერის კუბიკებს - წითელს, ყვითელს, ლურჯსა და თეთრს. ასე დაიწყო პატარა ბავშვებისთვის კუბიკების დიზაინის წარმოება. პირველად შეიქმნა 2 ნაკრები, 1 წლის შემდეგ კიდევ დამატებით 2, სადაც პირველად გამოჩნდა ლურჯი და წითელი პლატფორმები ბორბლებით. 1969 წელს, როდესაც DUPLO კუბიკები  სკოლამდელი ბავშვ
ებისთვის გამოჩნდა, მათ ქონდათ მწვანე ლოგო რომელმაც დიდ ხანს ვერ იარსება. 1971 წელს დიდი კუბიკების ნაკრებები გამოდიოდა უკვე წითელი ლოგოთი, კურდღლის სახით, რომელსაDuplo_logoც ჰქონდა 1 ყური. 1997 წელს დუპლოს კურდღელმა შეიძინა მეორე ყური.

პირველი დუპლოს დიდი კუბიკები  მოყვებოდნენ LEGO-ს სისტემურ კუბიკებს. 1975 წელს LEGO DUPLO-ს ნაკრებები გახდა ცალკე თემა, რომელიც შედგებოდა  5 ნაკრებისგან და შეიცავდა მხოლოდ DUPLO-ს კუბიკებს. ზუსტად მაშინ გაჩნდა პირველი მინიფიგურები ამ ნაკრებებისა, რომლებსაც არ გააჩნდათ მოძრავი სხეულის კიდურები. 1977 წელს ნაკრებს გადაარქვეს სახელი სკოლამდელად (Preschool), მაგრამ 1997 მას ისევ დაარქვეს  DUPLO. 2002 წელს DUPLO ნაკრებს გადაარქვეს სახელი და გახდა LEGO EXPLORE. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის მიეცათ საშუალება იმ უნარ-ჩვევების  განვითარებისთვის, როგორიცაა შესწავლა და კვლევა, თუმცა 2004 წელს მას დაუბრუნეს ძველი სახელწოდება Lego Duplo 2004განახლებული ლოგოთი.

1983 წლიდან დუპლოს ადამიანების ფიგურებმა დაიწყეს თანამედროვე სახის მიღება. მათ გამოუჩნდათ მოძრავი სხეულის კიდურები, თუმცა მათი დაშლა არ იყო შესაძლებელი, რამდენადაც გათვალისწინებული იყო პატარა ბავშვებისთვის. მას შემდეგ გამოდის DUPLO მატარებლები, შემდეგ ნაკრები TOOLO 1992 წელს, რომელიც სთავაზობდა მოდელების აწყობას ხრახნებით და ჭანჭიკებით. 1999 წელს გამოვიდა ვინი პუხის ნაკრები. 2005 წელს გამოვიდა ანიმაციური მულტფილმის ტომასის და მისი მეგობრების ნაკრები. 2010 წელს კომპანიამ დაიწყო დისნეის გმირების დიზაინის მქონე ნაკრებების გამოშვება.

2014 Duplo box

დღეისათვის ასაწყობი ნაკრებები ძალიან პატარა ბავშვებისთვის (1-დან 5 წლამდე) - ეს არის მრავალფერობვანი არჩევანი სათამაშოებისა, სადაც თქვენ ადვილად შეძლებთ იდეალური საჩუქრის შერჩევას თქვენი ბავშვებისათვის. კუბიკების დამტვრევა ან გადაყლაპვა შეუძლებელია, ხოლო თემების მრავალფეროვნების წყალობით თქვენი პატარა შეძლებს მთელი თავისი შემოქმედებითი  პოტენციალის გამოვლენას. LEGO DUPLO-ს ასაწყობი ნაკრებების შეძენას შეძლებთ ჩვენს საფირმო ინტერნეტ მაღაზიაში kubiki.ge.

დატოვეთ კომეტარი