მოგესალმებით!

მომხმარებლის სერვისი

პროდუქციის მიმწოდება

 შეკვეთის ადგილზე მიტანა განხორციელდება თანხის სრულად დაფარვის შემდგომ. თუ თქვენ განათავსებთ 80-ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთას ტრანსპორტირება იქნება უფასო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შემდეგი პირობებით: თბილისის ნებისმიერ ადგილას მიწოდება განხორციელდება ადრესატის მისამართზე 1-2 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში მიწოდება განხორციელდება რაიონული ცნეტრების შესაბამის ლიბერთი ბანკის ფილიალებში 2-6 სამუშაო დღის მანძილზე. დამატებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი მიწოდების სერვისით რათა შეკვეთილი პროდუქცია მიიღოთ უფრო სწრაფად ადრესატის ზუსტ მისამართზე. 

უსაფრთხოება და კომფიდენციალობა

სისტემაში რეგისტრაციის დროს, აგრეთვე შეკვეთის გაფორმებისას მითითებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი საიმედოდ არის დაცული ჩვენი სისტემის მიერ და არასდროს განხორციელდება თქვენი თანხმობის გარეშე მათი გაზიარება ან სხვა მიზნით გამოყენება.  ჩვენი მაღაზიის სისტემა არ ინახავს არანაირ ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციას რადგან ანგარიშსწორება ხორციელდება ქართუ ბანკის ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. ეს საშუალებას გვაძლევს არ შევინახოთ საკრედიტო ბარათების ნომრები და სხვა მონაცემები რათა დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. 

შეკვეთა

შეკვეთის განხორციელება ხდება ონლაინ მაღაზიის საშუალებით. შეკვეთა შესრულება დაიწყება მხოლოდ ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემდეგ. როდესაც განახორციელებთ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს იმეილის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ გულისხმობს თქვენი საბოლოო შეკვეთა მიღებულია. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი, რომელიც დაამოწმებს შეკვეთას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება.  ფასები საიტზე მოცემულია ლარებში დღგ-ს ჩათვლით.

ანგარიშსწორება

შეკვეთის განხორციელებისას ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საკრედიტო ბარათების საშუალებით, ასევე საბანკო გადარიცხვით. საბანკო გადარიცხვისას გთხოვთ გამოიყენოთ შეკვეთის გაფორმების დროს სისტემის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშის ნომერი და რეკვიზიტები. ანგარიშსწორება უნდა განახორციელოთ 5 სამუშაო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება შეკვეთის გაუქმება. საკრედიტო ბარათების საშუალებით შეკვეთის გადახდა ხორციელდება ინტერნეტით. მისი გაფორმებისას, დამატებითი საკომისიო არ არის გადასახდელი. გადახდისთვის მიიღება ნებისმიერი ბანკის Visa და Master Card ბარათები. გადახდა ხორციელდება ქართუ ბანკის უსაფრთხო გადახდების სისტემით.

მიწოდება

შეკვეთის ადრესატის მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში. თბილისში და მის შემოგარენში მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 4 - 6 სამუშაო დღეში. თბილისის შემთხვევაში გამოსვლის წინ გიკავშირდებათ კურიერი და გითანხმდებათ მოტანის დროზე. (რეგიონებში წიგნების მიტანა ხორციელდება ლიბერთი ბანკის ფილიალებში. ჩვენი ოპერატორი გიკავშირდებათ და გეუბნებათ სავარაუდო ჩამოსვლის დროს. ასევე იღებთ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე)

მომსახურების პირობები

თუ თქვენ შემოხვალთ ვებ გვერდზე და შეუკვეთავთ პროდუქტს ,თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიას.

ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ. ვებ-გვერდზე განთავსებულია ათასობით დასახელების პროდუქცია და არის შესაძლებლობა მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, მოხდეს შეცდომით ფასის, სურათის, აღწერილობის  საიტზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ადამიანური შეცდომის გამო. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს დაუყოვნებელი შეცდომის კორექტირება, იმ შემთხვევაშიც როცა მომხმარებელს აქვს საფასური გადახდილი. ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება გააუქმოს შეკვეთა და დაიბრუნოს თანხა უკლებლივ (სრულად) ან მოახდინოს შეკვეთის კორექტირება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიების საწყობებში დაფიქსირდება პროდუქტის წყვეტა და მომხმარებელს საფასური უკვე აქვს გადახდილი, მოხდება ამ საფასურის სრული ანაზღაურება კომპანიის მიერ.  თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე შეკვეთა ან პროდუქტი ვერ მოგაწოდეთ, ჩვენ დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას უკან (10 სამუშაო დღეში).

გაყიდული საქონელი უკან არ ბრუნდება!