მოგესალმებით!

ჯუნგლების სამაშველო ბაზა

პირველმა განიხილე ეს პროდუქტი

მარაგი: არ არის საწყობში

194,40 ლარი
ინფორმირება პროდუქტის მიღების შესახებ
ელ.ფოსტა
  (შეტყბინების მიღება პროდუქტის საწყობში მიღების შესახებ)
 

მოკლე მიმოხილვა

დაგეგმეთ ცხოველების გადასარჩენი ოპერაციები, LEGO მეგობრების ჯუნგლების სამაშველო ბაზაში საცხოვრებელი კორპუსებით, გემით, სასრიალოთი, გაჭიმული ხაზი, 2 მინი-თოჯინა ფიგურა და 4 ცხოველი.

Jungle Rescue Base

დამატებითი სურათები

  • ჯუნგლების სამაშველო ბაზა
  • Jungle Rescue Base
  • Jungle Rescue Base
  • Jungle Rescue Base

პროდუქტის აღწერა

მოაწყვეთ სახლი, ჯუნგლების სამაშველო ბაზაში და გადაარჩინეთ პატარა პანდა! 

გააკონტროლეთ ცხოველების სამაშველო მისიები, ჯუნგლების სამაშველო ბანაკში! დაეხმარეთ ანდრეას საგუშაგო კოშკზე ასვლაში და გამოიყენეთ ტელესკოპი, რომ მოძებნოთ გაჭირვებაში მყოფი ცხოველები. აქ არის პანდა, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება! ჩამოასრიალეთ ანდრეა დაბლა სამაშველო ნავთან, გადაარჩინეთ დატანჯული პანდა და დაეხმარეთ სტეფანიეს გასინჯოს ის, მობილურ სამედიცინო სადგურში. ჩამოეკიდეთ გაჭიმულ ხაზს, რომ ჩამოსრიალდეთ საცხოვრებელი კორპუსებისკენ. მიიღეთ შხაპი აბაზანაში დღის დასასრულს, დაეხმარეთ გოგოებს სადილის მომზადებაში და ჭამაში ცხოველებთან ერთად, სანამ წავლენ დასაძინებლად. ხვალისთვის მათ ელოდებათ სხვა სამაშველო ოპერაცია, ცხოველების გადასარჩენად!

  • მოყვება ანდრეა და სტეფანიეს მინი-თოჯინა ფიგურა!
  • მოყვება მაიმუნი, თუთიყუში, პანდა, ქამელეონი და ბაყაყი!
  • გააჩნია საცხოვრებელი კორპუსები, სამეთვალყურეო პლატფორმა, აბაზანის ქოხი, მობილური სამედიცინო სადგური და ბორანი!
  • საცხოვრებელ კორპუსებს გააჩნია მოძრავი ვენტილატორი,  სამზარეულო ბაკნით და გასაღები ღუმელი, სასადილო ადგილი მაგიდით და სკამებით, დასაძინებელი ადგილი 2 საწოლით, მაგიდა, ნათურა მზის პანელები სახურავზე!
  • აბაზანის ქოხს გააჩნია გასაღები კარებები, საპირფარეშო, პირსაბანი და გარეთა საშხაპე!
  • სადამკვირვებლო პლატფორმას გააჩნია დროსა, ტელესკოპი, რუკა, ჯალამბარი და ტროსი, დიდი სასრიალო და ვაზი ასაცოცებლად!
  • მოყვება ნამცხვრები, თეფშები, ჭიქები, მარილის და პილპილის ჩასაყრელები, საპნის ბოთლი, სამაშველო ჟილეტი, ბინოკლები, 2 პორტატული მიმღებ გადამცემი, ჩანთა, ალუბლის ხე, ბამბუკის სკამი და ბანანის ხე!
  • მობილურ სამედიცინო სადგურს გააჩნია აქსესუარების ნაკრები კალმის, ტემპერატურის საზომის, ფაილის, შპრიცის, კოვზის, საკვები ბოთლის, სტეტოსკოპის, მედდის ქუდის და ყინულის შეკვრის ჩათვლით!
  • გამოიყენეთ სასრიალო, რომ სწრაფად მიაღწიოთ სამაშველო ნავთან სადამკვირვებლო პლატფორმიდან!
  • ჩამოსრიალდით გაჭიმულ ხაზზე სადამკვირვებლო პლატფორმიდან, უკან საცხოვრებელი კორპუსებისკენ!
  • წადით უფრო მეტი ცხოველების გადასარჩენად ბორანით!
  • ბორანის ზომები აღემატება 9სმ სიგრძით, 4სმ სიგანით და 2სმ სიმაღლით!
  • მობილური სამედიცინო სადგურის ზომები აღემატება 3სმ სიგრძით, 3სმ სიმაღლით და 2სმ სიგანით!
  • სადამკვირვებლო კოშკურის ზომები აღემატება 20სმ სიმაღლით, 5სმ სიგანით და 5სმ სიღრმით!
  • საცხოვრებელი კორპუსების ზომები აღემატება 9სმ სიმაღლით, 12სმ სიგანით და 6სმ სიღრმით!
  • აბაზანის ქოხის ზომები აღემატება 6სმ სიმაღლით, 5სმ სიგანით და 4სმ სიღრმით!
  • შეუთავსეთ ერთმანეთს ყველა სხვა LEGO მეგობრების ჯუნგლების ნაკრებები, რომ იხალისოთ უფრო მეტი ცხოველების სამაშველო მოგზაურობებით!

დამატებითი ინფორმაცია

LEGO დასახელება Jungle Rescue Base
SKU კოდი LEGO41038
წონა (კგ) 0.8800
მწარმოებელი ქვეყანა დანია
ზომები 48 x 28.2 x 6.1 cm
მოდელი 41038
ნაწილი 473
მინიფიგურა 0
ბრენდი LEGO
ასაკი 7 - 12
გამოშვების წელი 2014
თემა Friends
თემატური ჯგუფი გოგონების
BrickSet ID 23346
BrickSet მისამართი http://www.brickset.com/detail/?set=41038-1
აწყობის ინსტრუქცია მითითებული არ არის

პროდუქტის ტაგები

ტაგები შორისით (space) გამოყავით. ფრაზების დასამატებლად ერთმაგი ბრჭყალები (') გამოიყენეთ.