Clicky

LEGO-მ მილანში ახალი გინესის რეკორდი დაამყარა!

LEGO-მ მილანში ახალი გინესის რეკორდი დაამყარა!

 

720 lego tower milan finalised 150x150 12015 წლის 21 ივნისს, მილანში აშენებულმა ყველაზე დიდმა ნაგებობამ, რომელიც შედგებოდა LEGO კუბიკებისგან, მიიღო გინესის მსოფლიო რეკორდების ტიტული. ნაგებობის სიმაღლე არის 35-მეტრი და გამოყენებული იქნა 500,000-მეტი კუბიკი. 5 დღე მხიარულებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის შემდეგ, ათასობით LEGO ენთუზიაზისტმა მშენებელმა ხელი შეუწყო გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებას ქალაქ Fabbrica del Vapore-ში.

 

 

გრანდიოზული ფინალის კულმინაცია იყო 4-საათზე, როდესაც Alessandro Cattelan-მა, ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა და რადიო DEEJAY-ის ხმამ, ამწე კრანის საშუალებით დაუმატა ბოლო კუბიკი კოშკს. აღნიშნული მოვლენა ჩაიწერა რეკორდების წიგნში ისტორიულ მომენტად. LEGO კოშკი გაზომა და ოფიციალურად გამოაცხადაა რეკორდი Lorenzo Veltri-მა, გინესის მსოფლიო რეკორდების მსაჯმა, რომელიც დაესწრო დახურვის ცერემონიალს.

20130820 Towerfest 1024x782 1

 

თითოეულ კუბიკს ქონდა დიდი მნიშვნელობა რეკორდის მისაღწევად, როგორ ყოველდღიური ქმედებებია მნიშვნელოვანი უკეთესი მომავლის ასაშენებლად. LEGO გუნდმა სიმბოლურად ამ იდეისთვის ჩაურიცხა 7 ევრო აშენებული კოშკის თითოეულ სანტიმეტრისთვის Urban Oasis-ს – პროექტი, რომელიც ფოკუსირებულია დაცვასა და განვითარებაზე ქალაქის ოაზისებისა. ისინი თანამშრომლობენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF).

ღონისძიება ჩატარდა 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით და მას ეწვია 50,000-ზე მეტი გულშემატკივარი – 18,000 მოხალისე მშენებელი. ბავშვებმა და მოზარდებმა იმხიარულეს უფასო სათამაშო ტერიტორიაზე, სადაც მათ მშენებლობაში მონაწილეობის გარდა მიიღეს უბრალო და ეფექტური რჩევები, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი პლანეტა. ეს ყველაფერი ხდებოდა, როდესაც რადიო DEEJAY-ის გულშემატკივრები აწყობდნენ რადიო სადგურის ლოგოს.

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *