Clicky

LEGO-ს პროდუქცია აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს

LEGO-ს პროდუქცია აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს

2008 წლიდან 2013 წლამდე, 5 წლის მანძილზე, LEGO-ს ჯგუფმა  წარმატებით დაასრულა 2000-ზე მეტი ნედლეული მასალის შემოწმება, რომელიც გამოიყენება LEGO® პროდუქციაში, და დაამტკიცა რომ სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ახალი სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ძალაში.
ახალი დირექტივა ადგენს მკაცრ მოთხოვნებს მასალებზე და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე, რომელიც გამოყენებულია სათამაშოების წარმოებაში. LEGO ჯგუფი გადის უსაფრთხოების შეფასების გზას უკვე მრავალი წლის მანძილზე და ყოველთვის უმკლავდებიან მკაცრი უსაფრთხოების გლობალურ სტანდარტებს. ახალი დირექტივის საპასუხოდ LEGO ჯგუფმა აირჩია, რომ გააფართოვოს და დახვეწოს თავისი მიდგომა.

2008 წლის შემდეგ კომპანია მუშაობდა ინტენსიურად, რომ ყველა პროდუქციას დაეკმაყოფილებინა ახალი კანონმდებლობა. 2013 წლის 20 ივლისს, ევროკავშირის სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივის დასკვნითი ნაწილი – ქიმიური მოთხოვნები შევიდა ძალაში. როგორც იორგენ ვიგ კნუდსტოპი, LEGO ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს:’’ პროდუქტის უსაფრთხოება არის LEGO-ს უმაღლესი პრიორიტეტი და ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ პროდუქტს, რომელიც უძლებს უმკაცრეს გლობალურ მოთხოვნებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რომ ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდეთ საშუალება უსაფრთხოდ ითამაშონ LEGO-თი. ახალი სათამაშოების დირექტივა აწესებს მაღალ მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს მას’’.

2015118 jpg

ის დასძენს: ‘’ მე ვამაყობ, რომ ჩვენ ჩვენი შეტანილი წვლილით ახალ კანონმდებლობაში შეგვიძლია აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სათამაშოების უსაფრთხოებაში საერთო დონის გაუმჯობესებაში – და შესაბამისად მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ მივიღოთ უპირატესობა ამ კუთხით და შევასრულოთ დირექტივის ყველა მოთხოვნა უკლებლივ’’.

 

2000-ზე მეტი ნედლეული და მასალა დამოწმებულია

LEGO ჯგუფმა აირჩია ახალი დირექტივის ყველა შესაძლებელი ინტერპრეტაციის ყველაზე მკაცრი გზა. შედეგად ყველა ინდივიდუალური ნივთიერება, ნედლეული და მასალა, LEGO ნაწილები და LEGO ნაკრებები იყო შერჩეული გადასამოწმებლად, სათამაშოების დირექტივის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ისევე როგორც სხვა კანონმდებლობით. მაგალითად ჯგუფის შიდა მოთხოვნებით ასეთი მაღალი დონის ანალიზები აღემატება აშშ კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაცვით სამართლებრივ მოთხოვნებს, რითიც კომპანია უზრუნველყოფს LEGO კუბიკების წარმოებას მხოლოდ აბსოლუტურად უსაფრთხო და სუფთა მასალებისგან.”
“მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ყველა LEGO-ს პროდუქტმა და ნედლეულმა მასალებმა გაუძლო მკაცრ კანონმდებლობას, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა და განგვეხორციელებინა მეთოდოლოგიური პროცესი, რათა მკაცრად დაგვეცვა ის ვრცელი და დეტალური ნორმატივები რომელსაც მოითხოვს ევროკავშირის სათამაშოების დირექტივა. ეს იყო დიდი ამოცანა ჩვენი ჯგუფისთვის, რომელიც გაიზარდა ოთხჯერ 2008 წლის შემდეგ. მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი რესურსები იქნა გამოყენებული იმის უზრუნველსაყოფად და დოკუმენტალურად დასამტკიცებლად, რომ 2000-ზე მეტმა ნედლეულმა მასალამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნები, ‘’ ამბობს კორნელის ვერსლუისი, კორპორატიული ხარისხის ვიცე პრეზიდენტი, პიროვნება ვინც სრულად პასუხისმგებლელია ხარისხის მართვის დოკუმენტირების პროცეზე.

ერთი LEGO-ს კუბიკი გადის შემოწმების 10 ეტაპს

LEGO-თი თამაშის გამოცდილების საფუძველი მომდინარეობს საკულტო 2×4 კუბიკიდან. დირექტივის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთი კუბიკი გადის უსაფრთხოების დეტალურ მოთხოვნებს: ნაწილის რისკის შეფასებას, სათამაშოს უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ მოხსენებას. როდესაც ნედლეული სრულად მოწმდება, გასავლელი შემოწმების ეტაპების რაოდენობა ადის 10-მდე. ბეჭდური ფორმით, ეს ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტები ერთი LEGO-ს კუბიკზე, ავსებს 25 გვერდს. მაგალითად LEGO 60002 სახანძრო სატვირთო , რომელიც შედგება 209 LEGO ნაწილისგან არის კონკრეტული ნიმუში დაწვრილებითი შემოწმებისა, რომელიც საჭიროა, სანამ LEGO-ს ნებისმიერ პროდუქტს გაიტანენ გასაყიდად. აღნიშნულმა სახანძრო სატვირთომ დასამტკიცებლად გაიარა LEGO ჯგუფის 1000-ზე მეტი შესამოწმებელი ეტაპი. ნედლეულის თითოეული ნიუანსის ღრმა ცოდნა საშუალებას აძლევს LEGO ჯგუფს იმოქმედოს დამაჯერებლად, როდესაც მას დასჭირდება რეაგირების მოხდენა კანონმდებლობის ნებისმიერ ახალ ცვლილებებზე, ამისატვის იგი იყენებს ინოვაციურ სამეცნიერო ინფორმაციას რათა მოახდინოს ისეთი ცვლილებების განხორციელება როგორიცაა მაგალითად არსებული მასალის უფრო ახალი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩანაცვლება.

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *