მოგესალმებით!

სიახლეები

  • LEGO-მ მილანში ახალი გინესის რეკორდი დაამყარა!

    2015 წლის 21 ივნისს, მილანში აშენებულმა ყველაზე დიდმა ნაგებობამ, რომელიც შედგებოდა LEGO კუბიკებისგან, მიიღო გინესის მსოფლიო რეკორდების ტიტული. ნაგებობის სიმაღლე არის 35-მეტრი და გამოყენებული იქნა 500,000-მეტი კუბიკი. 5 დღე მხიარულებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის შემდეგ, ათასობით LEGO ენთუზიაზისტმა მშენებელმა ხელი შეუწყო გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებას ქალაქ Fabbrica del Vapore-ში.

    Continue reading

  • მიქსელები - ახალი ნაკრები და პერსონაჟები

    მიქსელების ახალი საკოლექციო პერსონაჟები პირველად გამოჩდნენ 2014 წლის მარტში. ეს სახალისო ფიგურები შეიქმნა Cartoon Network-თან ერთობლივი თანამშრომლობის შემდეგ.

    მიქსელების იდეა გამოიხატება იმაში, რომ თითოეულ პერსონაჟს გააჩნია საკუთარი კაშკაშა ინდივიდუალურობა, გამოხატული წარმოუდგენელი იუმორის გრძნობით. ბავშვები შეძლებენ შეაგროვონ და გადააკეთონ თავიანთი პერსონაჟები, ასევე შექმნან მათი განუმეორებელი ინდივიდუალურობა. მთლიანი კოლექცია შედგება 27 პერსონაჟისგან. ამ პერსონაჟების ნაკრები წარმოდგენილი იყო 2014 წლის მარტში Cartoon Network-თან პარტნიორობით, რომელიც აჩვენებს მოკლე მულტფილმებს, ამ სასაცილო პერსონაჟების შესახებ და ასევე გამოუშვებენ მობილურ თამაშს. ასევე ვებ-საიტზე ბავშვები შეძლებენ უკეთესად გაეცნონ ახალ პერსონაჟებს. Continue reading

  • LEGO-ს პროდუქცია აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს

    2008 წლიდან 2013 წლამდე, 5 წლის მანძილზე, LEGO-ს ჯგუფმა  წარმატებით დაასრულა 2000-ზე მეტი ნედლეული მასალის შემოწმება, რომელიც გამოიყენება LEGO® პროდუქციაში, და დაამტკიცა რომ სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ახალი სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ძალაში.

    ახალი დირექტივა ადგენს მკაცრ მოთხოვნებს მასალებზე და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე, რომელიც გამოყენებულია სათამაშოების წარმოებაში. LEGO ჯგუფი გადის უსაფრთხოების შეფასების გზას უკვე მრავალი წლის მანძილზე და ყოველთვის უმკლავდებიან მკაცრი უსაფრთხოების გლობალურ სტანდარტებს. ახალი დირექტივის საპასუხოდ LEGO ჯგუფმა აირჩია, რომ გააფართოვოს და დახვეწოს თავისი მიდგომა. Continue reading

  • LEGO DUPLO-ს განახლებული ლოგო

    2014 წელს LEGO ® Duplo-მ გამოაქვეყნა ახალი ლოგო - ნათელი, ფერადი და მიმზიდველი - რითიც უფრო კარგად შეძლებს იმის წარმოჩენას, რომ ეს სათამაშოები განკუთვნილია პატარა ბავშვებისთვის. წლის დასაწყისიდანვე LEGO DUPLO-ს თაყვანისმცემლებმა აღმოაჩინეს ამ სავაჭრო ბრენდის პროდუქციის სრულიად ახალი გარეგნობა და დიზაინი.

    DUPLO კურდღელი უკვე 30 წელზე მეტია არსებობს და ახლა ის უფრო დიდი, მომრგვალებული და მიმზიდველი გახდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მიექციათ ყურადღება LEGO DUPLO-ს იმ პროდუქციაზე, რომლებიც დანიური კომპანიის სხვა პროდუქტების ფონზე ცოტა დაიკარგნენ. ასევე მცირედით შეიცვალა შეფუთვის დიზაინიც. ახლა ის გახდა უფრო ნათელი და საინტერესო, უფრო გასაგები დღევანდელი თანამედროვე ბავშვებისთვის. Continue reading

4 ჩანაწერი