მოგესალმებით!

კუბიკის ბლოგი - Kubiki Blog

  • ჩიმას ლეგენდები

    დღეს  ჩიმას მეომრები ამ გორას ეძახიან კავორას გორას. მიწაზე ჩამოიქცა უზარმაზარი ჩანჩქერი. ის ეცემოდა მთიდან მიწაზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩანჩქერი. ეს იყო ჩის ენერგია. თითქოს ჩანდა, რომ ჩის ენერგია იფრქვეოდა ცისარტყელის ყველა ფერით. ის შეიცავდა შთამბეჭდავ ძალას. ის იყო სიცოცხლის  და ამავე დროს განადგურების წყარო, მაგრამ ჩიმას ცხოველებმა ეს ჯერ კიდევ არ იცოდნენ. ცნობისმოყვარეობის გამო მათ ნელ ნელა შემოარტყეს წრე ტბას, რომელიც წარმოქმნა ჩის ჩანჩქერმა. ლომმა პირველმა გადაწყვიტა გაესინჯა ტბიდან წყალი. ის მიეპარა ნაპირიდან და უსუნა  წყალს. შემდეგ მოსვა ერთი ყლუპი და მოხდა რაღაც საოცრება. ლომი გარდაიქმნა სხვა არსებად! Continue reading

  • LEGO DUPLO-ს განახლებული ლოგო

    2014 წელს LEGO ® Duplo-მ გამოაქვეყნა ახალი ლოგო - ნათელი, ფერადი და მიმზიდველი - რითიც უფრო კარგად შეძლებს იმის წარმოჩენას, რომ ეს სათამაშოები განკუთვნილია პატარა ბავშვებისთვის. წლის დასაწყისიდანვე LEGO DUPLO-ს თაყვანისმცემლებმა აღმოაჩინეს ამ სავაჭრო ბრენდის პროდუქციის სრულიად ახალი გარეგნობა და დიზაინი.

    DUPLO კურდღელი უკვე 30 წელზე მეტია არსებობს და ახლა ის უფრო დიდი, მომრგვალებული და მიმზიდველი გახდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მიექციათ ყურადღება LEGO DUPLO-ს იმ პროდუქციაზე, რომლებიც დანიური კომპანიის სხვა პროდუქტების ფონზე ცოტა დაიკარგნენ. ასევე მცირედით შეიცვალა შეფუთვის დიზაინიც. ახლა ის გახდა უფრო ნათელი და საინტერესო, უფრო გასაგები დღევანდელი თანამედროვე ბავშვებისთვის. Continue reading

  • LEGO-ს პროდუქციის უსაფრთხოება

    LEGO-ს კომპანიაში იძახიან:’’ ჩვენ ყოველთვის გავდივართ დიდ გზას, ჩვენი სათამაშოების მოდელების შემოწმების დროს. ჩვენ უბრალოდ გვიხდება ამის გაკეთება რამდენადაც ბავშვის წარმოსახვა და გრძნობები უსაზღვროა და თქვენ არასდროს არ იცით, თუ როგორ გადაწყვეტს ის სათამაშოსთან თამაშს ან როგორ სათამაშო სიტუაციას მოიგონებს ის’’.

    LEGO ტექნიკის სათამაშოების სერია გადის უამრავ შემოწმებას. აღნიშნული სერია გათვლილია ძირითადად 8+ წლის ბავშვებისთვის. მაგალითად: ჯიპი 8066 რომელიც შედგება 141 ნაწილისგან გაიარა სრული შემოწმება, მათ შორის 443 საკონტროლო პუნქტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კომპანია დარწმუნდეს რომ ყოველი დეტალი გაუძლებს ყველანაირ დატვირთვას და ზემოქმედებას, რასაც ამ ასაკის ბავშვი მოიფიქრებს! Continue reading

პროდუქცია 11-დან 13-მდე (სულ 13)

გვერდი:
  1. 1
  2. 2