Clicky

იარაღი და ძალადობა Lego-ს სათამაშოების ნაკრებებში

LEGO ფილმები

იარაღი და ძალადობა Lego-ს სათამაშოების ნაკრებებში

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბავშვების ინტერესი იარაღისადმი 4 დან 9 წლამდე, არის განუყოფელი ნაწილი სიმწიფის ფაზაში. სწავლა იმისა, თუ როგორ მოაგვარონ კონფლიქტი, გააკონტროლონ აგრესია და გამოიყენონ იარაღი, შეადგენს თამაშის პროცესის დიდ ნაწილს. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის დაკავშირებულია ერთი დიდი და კეთილი მიზნის მისაღწევად, იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მხსნელები, მოძებნონ განძეულობა და იბრძოლონ გალაქტიკისთვის. მაგალითად, ავიღოთ LEGO-ს ახალი ნაკრებები “ბეჭდების მბრძანებელი” და “მონსტრებზე მონადირეები”. პირველ ნაკრებში თქვენ აღმოაჩენთ დიდი რაოდენობით ყველა სახის იარაღს: ეს არის ხმლებიც, მშვილდებიც, ნაჯახებიც, საბრძოლო ჩაქუჩებიც, შუბებიც და ჯადოსნური კვერთხებიც კი. იქიდან გამომდინარე რომ ეს თემა დაფუძნებულია საშინელი სამყაროს JRR Tolkien-ზე, შეუძლებელია გამოირიცხოს ყველა ეს საშიში იარაღი და ეპიკური ბრძოლები. თუმცა, ყველა ბრძოლას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი: გაანადგუროს ბნელეთის მბრძანებლის, საურონის ბეჭედი და ამით აღადგინოს მშვიდობა შუამიწეთში.
lego-lord-of-the-rings
ვისაც გინახავთ პიტერ ჯექსონის ფილმი “ბეჭდების მბრძანებელი”, რომელზეც დაარსებულია ახალი თემა, გახსოვთ რომ ეს საკმაოდ საშიში ფილმია უამრავი სასტიკი ბრძოლებით. ამიტომ LEGO-ს დამაარსებლებმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ შეემსუბუქებინათ ეს ისტორია. ნაკრებები გამოვიდა საკმაოდ გასართობი და ამავე დროს ძალიან საიმედო. დამაარსებლებმა სპეციალურად დააწესეს ასაკობრივი ზღვარი ამ ნაკრებებისთვის, ეს არის მოზარდები 9 წლიდან ზევით, რომ  შესაძლებელი ყოფილიყო  სასტიკი ტროლებისა და გიგანტური ობობების შემოტანა.
lego-ghostbusters
რაც შეეხება “მონსტრებზე მონადირეების” თემას აქაც გამოიყენება დიდი რაოდენობის იარაღები. ცივი იარაღიდან დაწყებული დინამიტის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, თამაშის ერთადერთი მიზანია ურჩხულზე გამარჯვება და უდანაშაულო ადამიანების გადარჩენა. ამის გარდა, LEGO იყენებს თავის საფირმო იუმორს, რათა სათამაშოებმა ყოველთვის ღიმილი გამოიწვიონ.
LEGO-ს აქვს მკაფიო წესები იარაღისა და ძალადობის გამოყენების შესახებ მის პროდუქციაში. წესების მიხედვით თამაშის პროცესი არასდროს არ უნდა იყოს დაკავშირებული ნამდვილ საბრძოლო მოქმედებებთან, მოკვლასთან, ძალადობასთან ან ცხოველებთან სასტიკ მოპყრობასთან. 2011 წელს კომპანიამ კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი წესები იარაღებსა და ძალადობასთან დაკავშირებით რაც ლეგოთი თამაშს კიდევ უფრო კეთილშობილურს გახდის. ეს კიდევ უფრო შეიწყობს ხელს ლეგოს პროდუქციის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *