მოგესალმებით!

LEGO ჯგუფი

  • LEGO კუბიკები უკეთესი მომავლის ასაშენებლად

    კოპენჰაგენი დანია: 3 დღის განმავლობაში, ასობით ბავშვს სშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მათი უფრო მდგრადი მომავლის ვერსიის მშენებლობაში, ერთი მილიონი LEGO კუბიკის გამოყენებით. სუსტანიასთან და მსოფლიო დაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობამ, ხელი შეუწყო LEGO ჯგუფს, რომ მოეწყოთ ორგანიზებული რთული  სამშენებლო ღონისძიება, მათი ცნობიერების მდგრადობის საკითხების გასაუმჯობესებლად.

    Continue reading

  • LEGO-ს პროდუქცია აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს

    2008 წლიდან 2013 წლამდე, 5 წლის მანძილზე, LEGO-ს ჯგუფმა  წარმატებით დაასრულა 2000-ზე მეტი ნედლეული მასალის შემოწმება, რომელიც გამოიყენება LEGO® პროდუქციაში, და დაამტკიცა რომ სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ახალი სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ძალაში.

    ახალი დირექტივა ადგენს მკაცრ მოთხოვნებს მასალებზე და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე, რომელიც გამოყენებულია სათამაშოების წარმოებაში. LEGO ჯგუფი გადის უსაფრთხოების შეფასების გზას უკვე მრავალი წლის მანძილზე და ყოველთვის უმკლავდებიან მკაცრი უსაფრთხოების გლობალურ სტანდარტებს. ახალი დირექტივის საპასუხოდ LEGO ჯგუფმა აირჩია, რომ გააფართოვოს და დახვეწოს თავისი მიდგომა. Continue reading

  • ამბავი იმაზე თუ როგორ გამოიგონეს LEGO-ს ბორბალი

    2012 წელს LEGO ბორბალმა იზეიმა 50-ე დაბადების დღე. მოდით ვიმოგზაუროთ წარსულში და ვნახოთ თუ როგორ იქმნებოდა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი LEGO-ს ნაკრებების კომპონენტი.

    უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას წარმოადგენდა LEGO-ს ტექნიკისა და ქალაქის ნაკრებები ბორბლების გარეშე. ბორბლების გარეშე არ იქნებოდა სარბოლო მანქანებიც, არც სახანძრო მანქანები და არც დიდი სატვირთოები. სატრანსპორტო ნაკრებები წარმოდგენილი იქნებოდა მხოლოდ მეორეხარისხოვნად, რაც ნაკლებ სიამოვნებას მიანიჭებდა მოთამაშეს, ხოლო ბორბლების მაგივრად გამოყენებული იქნებოდა ოთხკუთხედი კუბიკები - სინამდვილეში ასეც იყო 1962 წლამდე. Continue reading

  • LEGO DUPLO-ს განახლებული ლოგო

    2014 წელს LEGO ® Duplo-მ გამოაქვეყნა ახალი ლოგო - ნათელი, ფერადი და მიმზიდველი - რითიც უფრო კარგად შეძლებს იმის წარმოჩენას, რომ ეს სათამაშოები განკუთვნილია პატარა ბავშვებისთვის. წლის დასაწყისიდანვე LEGO DUPLO-ს თაყვანისმცემლებმა აღმოაჩინეს ამ სავაჭრო ბრენდის პროდუქციის სრულიად ახალი გარეგნობა და დიზაინი.

    DUPLO კურდღელი უკვე 30 წელზე მეტია არსებობს და ახლა ის უფრო დიდი, მომრგვალებული და მიმზიდველი გახდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მიექციათ ყურადღება LEGO DUPLO-ს იმ პროდუქციაზე, რომლებიც დანიური კომპანიის სხვა პროდუქტების ფონზე ცოტა დაიკარგნენ. ასევე მცირედით შეიცვალა შეფუთვის დიზაინიც. ახლა ის გახდა უფრო ნათელი და საინტერესო, უფრო გასაგები დღევანდელი თანამედროვე ბავშვებისთვის. Continue reading

  • LEGO-ს პროდუქციის უსაფრთხოება

    LEGO-ს კომპანიაში იძახიან:’’ ჩვენ ყოველთვის გავდივართ დიდ გზას, ჩვენი სათამაშოების მოდელების შემოწმების დროს. ჩვენ უბრალოდ გვიხდება ამის გაკეთება რამდენადაც ბავშვის წარმოსახვა და გრძნობები უსაზღვროა და თქვენ არასდროს არ იცით, თუ როგორ გადაწყვეტს ის სათამაშოსთან თამაშს ან როგორ სათამაშო სიტუაციას მოიგონებს ის’’.

    LEGO ტექნიკის სათამაშოების სერია გადის უამრავ შემოწმებას. აღნიშნული სერია გათვლილია ძირითადად 8+ წლის ბავშვებისთვის. მაგალითად: ჯიპი 8066 რომელიც შედგება 141 ნაწილისგან გაიარა სრული შემოწმება, მათ შორის 443 საკონტროლო პუნქტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კომპანია დარწმუნდეს რომ ყოველი დეტალი გაუძლებს ყველანაირ დატვირთვას და ზემოქმედებას, რასაც ამ ასაკის ბავშვი მოიფიქრებს! Continue reading

5 ჩანაწერი