Clicky

წესები და პირობები

წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Kubiki.ge-ს LEGO-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს :

1. გამოყენებული ტერმინები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

  1. ‘კუბიკი’ – ბრენდი რომელსაც ფლობს შპს ‘აიდიო’;
  2. ‘Kubiki.ge ვებგვერდი’ – შპს აიდიოს საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია – https://kubiki.ge და მისი ყველა ქვეგვერდი;
  3. ‘ონლაინ მაღაზია’ – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს აიდიოს საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მეორე პუნქტში;
  4. ‘საქონელი’, ‘პროდუქტი’, ‘პროდუქცია’ – Kubiki.ge ვებგვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
  5. ‘ინტერნეტ ბრაუზერი’ – HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან;
  6. ‘cookies’ – ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც Kubiki.ge იყენებს იმისათვის, რომ ‘ელიტ ელექტრონიქსის’ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციაგაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება; ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გათიშოთ ‘cookies’-ები თქვენს ინტერნეტ მკვლევარში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა – მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს;
  7. ‘დამთვალიერებელი’ – პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ელიტ ელექტრონიქსის ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
  8. ‘ავტორიზაცია’ – Kubiki.ge ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი Kubiki.ge ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ახალი;
  9. ‘მომხმარებლის გვერდი’- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
  10. ‘ავტორიზაციის გავლა’ – პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების (პაროლის) Kubiki.ge ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;
  11. ‘რეგისტრაცია’ – პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით Kubiki.ge ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;
  12. ‘პერსონალური ინფორმაცია’ – ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც – ‘პერსონალური მონაცემი’ ‘პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს’ კანონით;
  13. ‘პროფილი’ – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.
  14. ‘ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ’ – ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს შპს აიდიო Kubiki.ge ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;
  15. ‘მომხმარებელი’ – პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია Kubiki.ge ვებ-გვერდზე;
  16. ‘ვირტუალური გასაღები’ – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს Kubiki.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;
  17. „ელ. ფოსტის მისამართი“- პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს Kubiki.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება Kubiki.ge -ს მიერ;
  18. ‘სპამი’ – პოსტი, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ტექსტს. Kubiki.ge ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს.
  19. ‘ვირუსი’ – მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა;
  20. ‘ქარხნული შეფუთვა’ – შეფუთვა რომლითაც მწარმოებელი ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.
  21. Kubiki.ge -ის შეფუთვა’ – შეფუთვა რომლითაც შეკვეთის მიმცემი პირი პროდქუციას მიიღებს შპს აიდიოსაგან, გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით), იმ შემთხვევაში თუ შეფუთვას გააჩნია მისი დაზიენბის გარეშე გახსნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა გზით მთლიანობადარღვეული შეფუთვა;
  22. ‘სასაქონლო სახე’ – მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდოგომარებობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის;
  23. ‘სატრანსპორტო კომპანია’ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ Kubiki.ge საიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად Kubiki.ge თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია არის სწორი და ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

3. საავტორო უფლებები

kubiki.ge ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის შპს აიდიოს ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მომხმარებლის გვერდი

თუ თქვენ იყენებთ Kubiki.ge ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ამ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენს გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.

5. არასრულწლოვანი მყიდველი

Kubiki.ge არ ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას ბავშვებზე, არასრულწლოვნების შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს უფროსებთან შეთანხმებით.
Kubiki.ge იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

6. მიმოხილვა, კომენტარების დატოვება, კომუნიკაცია და სხვა შიგთავსი

მომხმარებლებსა და დამთვარიელებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის ‘სპამი’-ს შემცველი. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო Kubiki.ge -ს (შპს აიდიოს) აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება
(წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.) Kubiki.ge ვებ-გბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას შპს აიდიოს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული ინფორმაციის ავტორს.

7. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას Kubiki.ge საიტზე თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას ძირითადად ახორციელებს შპს აიდიო. , ხოლო რეგიონებში შეკვეთისას მითითებულ მისამართზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ საქართველოს ფოსტა, DHL ან შპს აიდიოს კონტრაქტორი სხვა რომელიმე საკურიერო/საფოსტო გადაზიდვების კომპანია.
როდესაც ტრანსპორტირებას ახორციელებენ საქართველოს ფოსტა, DHL ან სხვა რომელიმე საკურიერო/საფოსტო გადაზიდვების კომპანია გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს სატრანსორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს აიდიოს შემდეგ ელ. ფოსტაზე:[email protected] ან დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს ნომერზე: 595 770 330, გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს აიდიო აღარ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმენტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.
დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე : [email protected]

8. საქონლის და თანხის უკან დაბრუნება

გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება რეგულირდება მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონპროექტის მიხედვით. 2022 წლის 1 ივნისიდან მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ შეძენილი ნივთი დააბრუნოს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ნივთს აქვს სასაქონლო სახე, პწარმოებლის შეფუთვა არის გაუხსნელი და დაუზიანებელი, აგრეთვე აქვს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და ყუთი. შეკვეთიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ჩვენ აღარ ვახორციელებთ დაბრუნებას ან გაცვლას. დასაბრუნებელი ნივთი უნდა იყოს უხმარი და ისეთ კონდიციაში როგორიც იქნა მიღებული ყიდვის დროს. ის აგრეთვე უნდა იყოს ორიგინალ საქარხნო გაუხსნელ და დაუზიანებელ შეფუთვაში. დაბრუნებისას შესაძლოა მოვითხოვოთ თანხის გადახდის ქვითარი ანდა ყიდვის დამადასტურებელი სხვა საბუთი.

Kubiki.ge მას შემდეგ რაც დაიბრუნებს საქონელს და მოახდენს მის დათვალიერებას დაზიანებაზე, ჩაანაცვლებს მას შესაბამისი პროდუქციით ან დააბრუნებს თანხას მომდევნო 10 დღის განმავლობაში იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება. თანხის უკან დაბრუნების დროს ხდება მხოლოდ ნივთის ღირებულების დაბრუნება, Kubiki.ge არ არის ვალდებული მომხმარებელს აუნაზღაუროს მის მიერ ნივთის შეძენისას ან დაბრუნებისას გადახდილი ტრანსპორტირების საფასური.

ნივთი არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას თუ:

  • მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
  • მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის წინასწარი ინდივიდუალური შეკვეთით არის მოწოდებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული
  • მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
  • მას მიეწოდა დალუქული საქონელი, მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება გაუხსნელი ორიგინალი ქარხნული შეფუთვით შეუძლებელია;
  • ნივთი არ არის სასაქონლო მდგომარეობაში, აკლია მაკომპლექტებელი, და აღენიშნება ფიზიკური დაზიანება

მომხმარებელმა ნივთის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დააფიქსიროს ტელეფონით 595 770 330, სოციალურ ქსელში ( facebook.com/kubiki.ge მესინჯერით) ან ელ. ფოსტაზე [email protected]

9. პროდუქციის ღირებულება

ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. თუ შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.
სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად.

10. შეზღუდული პასუხისმგებლობა

Kubiki.ge ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს აიდიო არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.
ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოსსს Kubiki.ge-ს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა

Kubiki.ge ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს აიდიოს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.

12. ოფიციალური მიმართვა შპს აიდიოს

შპს აიდიოს ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვიქტორ დოლიძის ქუჩა #46, შპს აიდიოს ოფისი.

13. პერსონალური ინფორმაცია

შპს აიდიო თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:
ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თავად – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით, რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს შეკვეთის გაფორმებამდე და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.
  • ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-ს.
  • ელექტრონული ფოსტა – ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.
  • სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია – ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.

14. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, შპს აიდიო სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში შპს აიდიო აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

  • ბიზნესის განვითარება – ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნეს ინტერესებისათვის.
  • თქვენი ნებართვით – თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.

15. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

16. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ ‘გასვლა’-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

17. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

მომხმარებელს წვდომა აქვს kubiki.ge ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც Kubiki.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ Kubiki.ge ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

18. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

19. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ Kubiki.ge ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.
წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს შპს აიდიოს მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.
წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს Kubiki.ge ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.

20. მიწოდებისა და მიტანის პირობები

თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანიაიზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.

21. მიწოდების ფასები და პერიოდი

მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-5 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ კომპანიის წარმომადგენელი. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობისა და მიწოდების მისამართის მიხედვით.

თბილისში 100 ლარამდე ღირებულების შეკვეთის მიწოდების ღირებულებაა 10 ლარი, ხოლო 100 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო. საქართველოს სხვა რეგიონებში მიწოდების სტანდარტული ღირებულებაა 15 ლარი 300 ლარამდე ღირებულების შეკვეთაზე, და 20 ლარი 300 ლარს ზემოთ შეკვეთაზე.