პროდუქტის აღწერა
გამოიკვლიეთ სამეფო ციხე-სიმაგრე, დისნეის სოფიასთან პირველთან, პრინცესა ემბერთან და კურდღელ ქლოვერთან ერთად!
ისიამოვნეთ დაუსრულებელი სამეფო თავგადასავლებით, პრინცესა სოფიას ჯადოსნურ სამყაროში, დისნეის სოფია პირველის სამეფო ციხე-სიმაგრით! სოფიას და მის გერ დას პრინცსა ემბერს უყვართ მათი სამეფო ციხე-სიმაგრის გამოკვლევა, სადაც პრინცესების მხიარულება და ჯადოსნური სურპრიზები ელოდებათ მათ ყველა კუთხეში! ეთამაშეთ კურდღელ ქლოვერს სატახტო ოთახში და აღმოაჩინეთ საგანძური სარდაფში, სანამ იცეკვებთ მთელი ღამე საცეკვაო სართულზე. შემდეგ დაეხმარეთ სოფიას და ემბერს თავიანთ საძინებელ ოთახებში ასასვლელად. ეს მომხიბლავი ნაკრები შთააგონებს ახალგაზრდა ბავშვებს, რომ ითამაშონ საათობით პრინცესობანა სამეფო ციხე-სიმაგრეში. დაეხმარეთ მათ შენებაში, დიდი LEGO დუპლო კუბიკების გამოყენებით, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი პატარა ბავშვის ხელებისთვის. ისინი იმოგზაურებენ სამყაროში, სადაც სოფია გაიგებს ყველაფერს სიკეთის, მიტევების და სულისკვეთების შესახებ. რამდენადაც ის სწავლობს, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი პრინცესა. მოყვება სოფია პირველის და პრინცესა ემბერის LEGO DUPLO ფიგურები, სევე კურდელი ქლოვერი. შეუთავსეთ ერთმანეთს 10594 სოფია პირველის სამეფო საჯინიბო, კიდევ უფრო მეტი ჯადოსნური თავგადასავლებისთვის სოფიას ცხენთან, დიდებულ მინიმუსთან ერთად.
- მოყვება სოფია, LEGO დუპლო ბრენდის დისნეის სოფია პირველის და პრინცესა ემბერის ფიგურა, ასევე კურდღელი ქლოვერი!
- გააჩნია ადვილად ასაშენებელი ციხე-სიმაგრე განახლებადი საცეკვაო სართულით, კიბეებით და დანართით!
- მოყვება ოქროს ჯადოსნური კვერთხი, საძილე საბნები, საგანძურის სკივრი, სამკაულების კუბიკი, ჭაღი და ფანჯრების გაფორმებული კუბიკები!
- გამოიკვლიეთ სამეფო ციხე-სიმაგრე სოფიასთან და მის კურდღელ მეგობართან ერთად!
- იპოვეთ დამალული სამკაულის კუბიკი სკივრში!
- იცეკვეთ ღამით საცეკვაო სართულზე, პრინცესა ემბერთან ერთად!
- გაახვიეთ პრინცესები საძილე საბნებში!
- ადვილი მოდელი გასარჩევი ფერებით დაეხმარება ახალგაზრდა მშენებლებს, რომ დააოსტატონ ძირითადი სამშენებლო უნარ-ჩვევები!
- შთააგონეთ ბავშვები, რომ შექმნან თავიანთი საკუთარი სამეგობრო და სათავგადასავლო ისტორიები, ამ პოპულალური დისნეის პერსონაჟებით!
- LEGO® DUPLO® კუბიკები არის უსაფრთხო და სამხიარულო ახალგაზრდა ხელებისთვის!
- სამეფო ციხე-სიმაგრის ზომები აღემატება 32სმ სიმაღლით, 28სმ სიგანით და 12სმ სიღრმით!
- დანართის ზომები აღემატება 27სმ სიმაღლით, 12სმ სიგანით და 12სმ სიღრმით!
- შეუთავსეთ ერთმანეთს 10594 სოფიას პირველი სამეფო საჯინიბო, კიდევ უფრო მეტი ჯადოსნური თავგადასავლებისთვის!
დამატებითი ინფორმაცია
LEGO დასახელება | Sofia the First Royal Castle |
---|---|
SKU კოდი | LEGO10595 |
წონა (კგ) | 1.2400 |
მწარმოებელი ქვეყანა | დანია |
ზომები | 35.4 x 37.8 x 11.8 cm |
მოდელი | 10595 |
ნაწილი | 87 |
მინიფიგურა | მითითებული არ არის |
ბრენდი | LEGO |
ასაკი | 2 - 5 |
გამოშვების წელი | 2015 |
თემა | Duplo |
თემატური ჯგუფი | სკოლამდელთა |
BrickSet ID | 23994 |
BrickSet მისამართი | http://www.brickset.com/detail/?set=10595-1 |
აწყობის ინსტრუქცია | BI 3017 / 24 - 65g 10595 V29BI 3017 / 24 - 65g 10595 V39 |