პროდუქტის აღწერა
სახალისო ნაკრები, რომელიც ხელს უწყობს კომუნიკაციის განვითარებას. მისი მეშვეობით შესაძლებელია სასურველი ქმნილების აწყობა და აწყობილის სხვისთვის ახსნა, რათა მანაც შეძლოს იგივეს აწყობა.
აქტივობა უფროსებისა და ბავშვებისთვის
ამ ნაკრებით უფროსებიც კარგად გაერთობიან – თუ გეგმავთ გუნდურ თამაშებს და გაინტერესებთ, რამდენად კარგად აქვს თქვენს გუნდს კომუნიკაციის უნარები განვითარებული, მაშინ:
დაიყავით ორ ან მაქსიმუმ სამ კაციან გუნდად. გუნდის თითოეულ წევრს მიეცით ერთი ნაკრები. ყველა ნაკრები შეიცავს ერთსა და იმავე დეტალს. გუნდის წევრები დასვით ერთმანეთთან ზურგით.
ორ კაციანი გუნდის შემთხვევაში, ერთ წევრს მიეცით ერთი წუთი, რათა ააწყოს რაც სურს ან თავში რაც მოუვა. ერთი წუთის მერე გუნდის ის წევრი, რომელსაც აწყობილი აქვს უკვე თავისი კონსტრუქცია, მეორე წევრს სიტყვიერად უხსნის დეტალების თანმიმდევრობას და ეს უკანასკნელი აწყობს ისე, რომ ხმას არ იღებს.
სამ კაციანი გუნდის შემთხვევაში, ერთ წევრს მიეცით ერთი წუთი, რათა ააწყოს რაც სურს ან თავში რაც მოუვა. ერთი წუთის მერე გუნდის ის წევრი, რომელსაც აწყობილი აქვს უკვე თავისი კონსტრუქცია, დანარჩენ ორ წევრს სიტყვიერად უხსნის დეტალების თანმიმდევრობას და ეს უკანასკნელნი აწყობენ ისე, რომ ხმას არ იღებენ. გუნდის ეს ორი წევრი ასევე უნდა იჯდეს ერთმანეთთან ზურგით და ამ პროცესში არცერთ წევრს არ უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან ვიზუალური კომუნიკაცია.
დავალება მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეძლონ მხოლოდ ახსნით იგივე კონსტრუქციის აწყობა.
საინტერესო შედეგი ერთ–ერთი ასეთი დავალებისა უფროსებში: გუნდში იყო ორი ქალი და ერთი კაცი. თავიდან კონსტრუქცია ააწყო კაცმა და შემდეგ ის უხსნიდა გუნდის ქალ წევრებს დეტალების თანიმდევრობას. შედეგი: ქალებმა ააწყვეს მამაკაცის მიერ აწყობილი კონსტრუქციისგან განსხვავებული, თუმცა ზუსტად ერთნაირი ორი კონსტრუქცია.
დამატებითი ინფორმაცია
LEGO დასახელება | Workshop Kit Back-to-Back - LEGO Education |
---|---|
SKU კოდი | LEGOED2000444 |
წონა (კგ) | 0.1000 |
მწარმოებელი ქვეყანა | Denmark |
ზომები | მითითებული არ არის |
მოდელი | 2000444 |
ნაწილი | 10 |
მინიფიგურა | მითითებული არ არის |
ბრენდი | LEGO |
ასაკი | 1+ |
გამოშვების წელი | 2015 |
თემა | Education |
თემატური ჯგუფი | საგანმანათლებლო |
BrickSet ID | მითითებული არ არის |
BrickSet მისამართი | მითითებული არ არის |
აწყობის ინსტრუქცია | მითითებული არ არის |